---
title: "მუხლი 44. მხარდამჭერთა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/44"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "44"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. მხარდამჭერთა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/44

სიების შემოწმება 1. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით პარტიის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს უსკოს სათანადო სამსახური .

2. უსკოს სათანადო სამსახური თანმიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს . თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა , ან შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით , მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა , მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი შესაბამის საარჩევნო სუბიექტს უბრუნდება და მას ხარვეზების შესავსებად 3 დღის ვადა ეძლევა . საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს უსკოს სათანადო სამსახური ზემოაღნიშნული წესით . თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა , მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და საარჩევნო სუბიექტს უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება საარჩევნო რეგისტრაციაზე .

3. მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა , თუ :
ა ) სახელი და გვარი მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ;
ბ ) დაბადების თარიღი ( რიცხვი , თვე , წელი ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული .
გ ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას ;
დ ) ხელმოწერილი არ არის ან სხვა პირის მიერ არის შესრულებული და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი , რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა ;
ე ) მხარდამჭერთა სიაში შეყვანილი ამომრჩეველი არ არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული აქტიური საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე ;
ვ ) ხელმომწერი პირი უსკოს თავმჯდომარისთვის წარდგენილი განცხადებით ადასტურებს , რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით , მუქარით ან ძალდატანებით და განცხადებაზე მისი ხელმოწერა დამოწმებული იყო სანოტარო წესით ;
ზ ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი არასრულად ან არასწორად არის მითითებული .

4. ბათილია ყველა ხელმოწერა , შესრულებული იმ ბლანკზე , რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ , ან რომელშიც მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ამ კანონის 43 - ე მუხლის მე - 4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები .

5. ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირი პირადად აგებს პასუხს შესაბამის ბლანკზე მითითებული მონაცემების / ინფორმაციის , საკუთარი ხელმოწერისა და მხარდამჭერი პირის ხელმოწერის ნამდვილობისათვის . ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მას პირადად ეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა .

6. პარტიის მხარდამჭერთა სიის შემოწმება უნდა დასრულდეს მისი წარდგენიდან 10 დღეში .

7. მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესზე დასწრების უფლება აქვს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს .

8. მხარდამჭერთა სიების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ უსკოს წევრებს და უსკოს სათანადო სამსახურის თანამშრომლებს , ხოლო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში – აგრეთვე სასამართლოს . მხარდამჭერთა სიები ნადგურდება საარჩევნო რეგისტრაციის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადის ამოწურვიდან 10 დღეში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/45.md
