---
title: "მუხლი 45. პარტიული სიების წარდგენა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/45"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "45"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. პარტიული სიების წარდგენა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 45 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/45

1. პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში მონაწილე პარტიებს .

2. არჩევნებში მონაწილე ყოველ პარტიას უფლება აქვს , წარადგინოს 1 პარტიული სია .

3. წარდგენილ სიაში უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 15 - ზე ნაკლები და 30- ზე მეტი .

4. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ ამ პარტიის წევრ ი.

5. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის სხვადასხვა პარტიულ სიაში შეყვანა .

6. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავ ს პარტი ა .

7. პარტიას უფლება აქვს , პარტიული სიის შედგენისას მასში შეყვანილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვროს ამ კანონის დანართით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტიდან რომელიმე მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად . კერძოდ , აღნიშნულ პარტიულ სიაში ამ კანდიდატის გვარისა და სახელის გასწვრივ მიუთითოს იმ მუნიციპალიტეტის დასახელება , რომლის დელეგატობის კანდიდატადაც განისაზღვრება იგი . პარტიას უფლება არა აქვს , რომელიმე მუნიციპალიტეტისთვის ამ მუნიციპალიტეტის დელეგატობის ერთზე მეტი კანდიდატი განსაზღვროს . უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად განისაზღვროს . თუ პირი მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად ამ პუნქტის დარღვევით განისაზღვრა , უსკოს თავმჯდომარე სათანადო პარტიის წარმომადგენელს წერილობით აცნობებს აღნიშნული შეუსაბამობის შესახებ ( შეუსაბამობის მითითებით ) და მისი აღმოფხვრისთვის 3- დღიან ვადას განუსაზღვრავს . შეუსაბამობის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში აღნიშნული პირი მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად არ განისაზღვრება . რომელიმე მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად განსაზღვრული უმაღლესი საბჭოს წევრი მისი , როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის , უფლებამოსილების ცნობიდან უფლებამოსილების შეწყვეტამდე პერიოდში ამ მუნიციპალიტეტის დელეგატად მიიჩნევა , თუ პარტიამ , რომელმაც იგი მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად განსაზღვრა , უმაღლესი საბჭოს შესაბამის არჩევნებში მონაწილე იმ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა მიიღო , რომლებმაც აღნიშნული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მისცეს ხმა . თუ ამ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა ორმა ან ორზე მეტმა პარტიამ თანაბარი რაოდენობით მიიღო , აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ამ პუნქტის მიზნებისთვის უპირატესობა ენიჭება უმაღლესი საბჭოს იმ წევრს , რომლის მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად განმსაზღვრელმა პარტიამაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა . ამ პუნქტის მიზნებისთვის მუნიციპალიტეტი არის ამ კანონის დანართით განსაზღვრული მუნიციპალიტეტი.

8. შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია უ სკოს თავმჯდომარეს განცხადებით უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30- ე დღისა . პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში მონაწილე პარტიის ხელმძღვანელი პირის ( პირების ) ხელმოწერით ( ხელმოწერებით ). პარტიულ სიას უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეული კანდიდატის :
ა ) ფოტოსურათი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი ;
ბ ) მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი , რომელშიც მითითებული უნდა იყოს :
ბ . ა ) კანდიდატის თანხმობა მოცემული პარტიული სიით კენჭისყრაზე ;
ბ . ბ ) რომ კანდიდატი იმ პარტიის წევრია , რომლის პარტიული სიითაც არის წარდგენილი ;
ბ . გ ) კანდიდატის მიერ კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში სხვა პარტიის დატოვების შემთხვევაში − შესაბამისი პარტიიდან გასვლის ზუსტი თარიღი და პარტიის სახელწოდება ;
ბ.დ) კანდიდატის საქართველოში არანაკლებ 5 წლის ცხოვრების ფაქტი;
გ ) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა ;
დ ) ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა , რომელიც საჯაროა და ქვეყნდება უ სკოს ოფიციალურ ვებგვერდზე .

9. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის :
ა ) გვარი , სახელი ;
ბ ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი ;
გ ) დაბადების თარიღი ( რიცხვი , თვე , წელი );
დ ) სქესი ;
ე ) მისამართი ( საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით );
ვ ) სამუშაო ადგილი ( თუ უმუშევარია , მიეთითება „ უმუშევარი “);
ზ ) თანამდებობა ( საქმიანობა );
თ ) ბოლო არჩევნების შედეგად უმაღლესი საბჭოს წევრად ყოფნის ფაქტი .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/46.md
