---
title: "მუხლი 46. პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაცია — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/46"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "46"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაცია — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 46 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/46

1. პარტიული სია საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით , თუ ამ კანონით განსაზღვრული ყველა საბუთი აკმაყოფილებს ამავე კანონით დადგენილ მოთხოვნებს . საბუთების წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი არ განიხილება .

2. პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიას ამოწმებს უსკოს სათანადო სამსახური და ამ სიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში , მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 26- ე დღისა , დასკვნას წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეს , რომელიც 3 დღის ვადაში , მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 25- ე დღისა :
ა ) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას და პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს , თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს ;
ბ ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ ( შეუსაბამობის მითითებით ), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა . პარტიის წარმომადგენელს სიისა და საბუთების სრულყოფისთვის 3 დღე ეძლევა .

3. ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 5 დღის ვადაში , მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე მე -20 დღისა . თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს , უსკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს , რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს ( თუ სიის ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები არ არის ), ხოლო დანარჩენი კანდიდატების თაობაზე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ( განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები , რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა ). თუ პარტიული სიის იმ ნაწილში , რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს , დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები კანდიდატი დარჩა , არც პარტიული სია და არც პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში არ გატარდება (არ გატარდებიან) და უსკოს თავმჯდომარე აღნიშნულ ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ( განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები , რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა ). ამ პუნქტში აღნიშნული განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა .

4. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება , ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით ( ამ პუნქტის „ ა “–„ ზ “ ქვეპუნქტები თ გათვალისწინებულ შემთხვევ ებ ში ) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ( ამ პუნქტის „ თ “ ქვეპუნქტი თ გათვალისწინებულ შემთხვევაში ), თუ უსკოს თავმჯდომარისთვის წარდგენილი განცხადება და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები , კერძოდ :
ა ) განცხადებ ებ სა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები არასრულია ან არასწორია ;
ბ ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არ არის ამ პარტიის წევრი;
გ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი „ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია ;
დ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არის პირი , რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 23- ე მუხლის მე -3 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ;
ე ) კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე ;
ვ ) უმაღლესი საბჭოს არჩევნების პერიოდში იმართება სხვა არჩევნები და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის თანხმობა ამ არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე ;
ზ ) კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმ ება;
თ) დარღვეულია ამ კანონის 5 9 - ე მუხლის პირველი პუნქტით ან / და მე-60 მუხლით დადგენილი მოთხოვნები .

5. პარტიული სიისა და პარტიის მიერ წარდგენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატ ებ ის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ უსკოს თავმჯდომარის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონის 88 - ე და 89 - ე მუხლებით დადგენილი წესით .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/47.md
