---
title: "მუხლი 47. უმაღლესი საბჭოს — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/47"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "47"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. უმაღლესი საბჭოს — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 47 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/47

წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება 1. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს , მის წარმდგენ პარტიას უფლება აქვს , კენჭისყრამდე არაუგვიანეს 16 დღისა უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე , რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს .

2. კენჭისყრის დღიდან უსკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე არაუგვიანეს 2 დღისა , უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს , რომელმაც არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ უსკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე მოიპოვა უმაღლესი საბჭოს წევრის მანდატი , უფლება აქვს წერილობითი განცხადებით მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს თავისი კანდიდატურის პარტიული სიიდან მოხსნის თაობაზე . აღნიშნულ შემთხვევაში მისი კანდიდატურა პარტიული სიიდან მოიხსნება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით , უსკოს მიერ არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე არაუგვიანეს 1 დღისა . თუ უსკოს თავმჯდომარე არ გამოსცემს განკარგულებას ამ პუნქტით დადგენილ ვადაში , უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება განცხადების წარდგენის მომდევნო დღიდან . პარტიული სიიდან მოხსნილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის ადგილს ავტომატურად იკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი . ამ პუნქტით განსაზღვრული უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის ადგილმონაცვლეს უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით მოითხოვოს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა .

3. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს , არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრ ების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ . პარტიას უფლება არა აქვს , პარტიულ სიაში დარჩენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე . პარტიის მიერ წარდგენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით , პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე , განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში . თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა , უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან .

4. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს უფლება აქვს არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს. მისი კანდიდატურა მოიხსნება უ სკოს თავმჯდომარის განკარგულებით , განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში . თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა , უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან .

5. უ სკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაუყოვნებლივ აქვეყნებს ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტის ან ცალკეული კანდიდატების არჩევნებიდან მოხსნის შესახებ .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/48.md
