---
title: "მუხლი 52. დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/52"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "52"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52. დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 52 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/52

1. საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას , აგრეთვე იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას , რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში , რეგისტრაციაში ატარებს უსკო ( თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები , დამკვირვებელი ორგანიზაცია , თუ იგი რეგისტრირებულია ცესკოს მიერ , უსკოში დამატებით რეგისტრაციას არ საჭიროებს ).

2. ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას , რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში , რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია . საოლქო საარჩევნო კომისია დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის უსკოს .

3. რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე -10 დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას და უნდა წარუდგინოს მას მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი . განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქის ( ოლქების ) დასახელება ( დასახელებები ), სადაც ეს ორგანიზაცია დაკვირვებას ახორციელებს . საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს . რეგისტრაციის ბოლო დღეს მიმართვის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარედგინოს აგრეთვე ამ მუხლის მე -8 პუნქტით გათვალისწინებული დამკვირვებლების დანიშვნის შესახებ განცხადება და დამკვირვებლების სია .

4. ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული ამონაწერი , რომელიც მოამზადა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ , გაცემული უნდა იყოს საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში . ამ ამონაწერში მითითებული უნდა იყოს ( იყვნენ ) ორგანიზაციის ხელმძღვანელობის / წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი ( პირები ).

5. რეგისტრაციაში გატარების მიზნით საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე -7 დღისა განცხადებით უნდა მიმართოს უ სკოს და უნდა წარუდგინოს მას სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი . თუ დამკვირვებელი ( დამკვირვებელთა ჯგუფი ) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელია , მან მხოლოდ განცხადება უნდა წარადგინოს . უ სკო განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში , მაგრამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე -4 დღისა , წყვეტს ამ პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის , დამკვირვებლის ( დამკვირვებელთა ჯგუფის ) რეგისტრაციის საკითხს .

6. საარჩევნო კომისიას უფლება არა აქვს , დამკვირვებელ ორგანიზაციას უარი უთხრას რეგისტრაციაზე , თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს . რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საარჩევნო კომისიის განკარგულება დასაბუთებული უნდა იყოს და დამკვირვებელ ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა . საარჩევნო კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში , რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 2 დღის ვადაში .

7. უსკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრ ის დღემდე არაუგვიანეს მე -2 დღისა უსკოს მდივანს უნდა წარუდგინოს დამკვირვებლ ის/თარჯიმნის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია და მ ისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტ ი ს ფოტოასლი . ამ ინფორმაციის შინაარსსა და ფორმას განკარგულებით ადგენს უსკო .

8. უსკოს მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე - 10 დღისა უსკოს მდივანს უსკოს მიერ დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინოს საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება . ამ განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს , რომ მის მიერ წარდგენილ სიაში შეყვანილი დამკვირვებლები აკმაყოფილებენ ამ კანონის 56 - ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს , აგრეთვე უსკოს , საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია ( გვარის , სახელის , მისამართისა ( საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ) და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის მითითებით ) და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი . საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს იმავე ვადაში და იმავე ფორმით უნდა წარუდგინოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ან / და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია და აღნიშნული დოკუმენტები .

9. რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის / წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო სუბიექტად ან / და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში , რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი , რომლითაც დასტურდება , რომ საარჩევნო სუბიექტად / საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის / წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება . ამ დოკუმენტის წარუდგენლობა აღნიშნული დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია .

10. თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია ამ მუხლის მე -7 ან მე -8 პუნქტით დადგენილ ვადაში არ წარადგენს დამკვირვებ ლების შესახებ ინფორმაციას / დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას , აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან შესაბამისი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება .
1 1 . უ სკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელს უფლება აქვს , ამ კანონის 51 - ე მუხლის მე -3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით განახორციელოს დაკვირვება ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში .
1 2 . საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებ ლების/თარჯიმნების (არსებობის შემთხვევაში) სიის წარდგენიდან არაუგვიანეს მე -2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი /თარჯიმანი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის /თარჯიმნის მოწმობა , რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი .

13. საოლქო საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი და ის დამკვირვებელი , რომელიც დაკვირვებას ახორციელებს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბანში , უფლებამოსილი არიან კენჭისყრის დღეს ამ კანონის 51 - ე მუხლის მე -3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით განახორციელონ დაკვირვება შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში .

14. თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია შესაბამის კომისიას მიმართავს განცხადებით რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაციის / დანიშნული დამკვირვებლების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე , აღნიშნული განცხადების წარდგენის მომდევნო დღიდან შესაბამისი დამკვირვებელი ორგანიზაციის / დამკვირვებლების რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/53.md
