---
title: "მუხლი 54. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/54"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "54"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 54 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/54

1. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში , რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად .

2. არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს , ყოველ საარჩევნო კომისიაში დანიშნოს მხოლოდ ორ - ორი წარმომადგენელი . უ სკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში .

3. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან , გარდა ამ კანონის 56 - ე მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა .

4. ამ მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი უ სკოში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს უ სკოს თავმჯდომარეს . სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში უ სკოს თავმჯდომარე 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას , რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი .

5. ამ მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს უ სკოს მდივანს , ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ − შესაბამისი ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს . სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას , რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი .

6. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი . ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გვარი , სახელი , მისამართი ( საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი . აღნიშნულ განცხადებას უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი .

7. საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ ერთ წარმომადგენელს აქვს უფლება , დაესწროს შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომებს , მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა , ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება , ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი სხვა უფლებებით . საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს შეუზღუდავად სარგებლობს ამ კანონის 53 - ე მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 73- ე მუხლის მე -3 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებით .

8. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს , არჩევნების ( კენჭისყრის ) დღეს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 1 წარმომადგენლისა .

9. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს , კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე -10 დღისა ნებისმიერ დროს დანიშნოს / გამოიწვიოს / შეცვალოს თავისი წარმომადგენელი . საარჩევნო სუბიექტმა ეს შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა აცნობოს .

10. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები , და თუ პარტია ერთდროულად მონაწილეობს ზემოაღნიშნულ არჩევნებში , ასეთ შემთხვევაში პარტიას უფლება აქვს , დანიშნოს არაუმეტეს ორი წარმომადგენელი – მხოლოდ უსკოში . უსკოში ან საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიებში .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/55.md
