---
title: "მუხლი 56. ადგილობრივი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/56"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "56"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56. ადგილობრივი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 56 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/56

დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებლისთვის , პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლისა და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისთვის დადგენილი მოთხოვნები 1. ამ კანონით განსაზღვრული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი / პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი არ შეიძლება იმავდროულად იყოს :
ა ) „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის პირი ;
ბ ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი ;
გ ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი , მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ;
დ ) მოსამართლე ;
ე ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს , საქართველოს თავდაცვის სამინისტროს , საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის , ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის , სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ;
ვ ) პროკურატურის თანამდებობის პირი ;
ზ ) პირი , რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო / არის საარჩევნო სუბიექტი / საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან / და მისი წარმომადგენელი ;
თ ) საარჩევნო კომისიის წევრი ;
ი ) სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი / პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი ( ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებლის შემთხვევაში );
კ ) პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი / დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი , დამკვირვებელი ( პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლის შემთხვევაში );
ლ ) პირი , რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო / არის პარტიის ხელმძღვანელი პირი ;
მ ) პირი , რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან , – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში ;
ნ ) პირი , რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად , – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში .

2. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი ასევე არ შეიძლება იყოს პირი , რომელიც :
ა ) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი , საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი ;
ბ ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი .

3. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს :
ა ) პირი , რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო / არის საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ;
ბ ) სხვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი ;
გ ) საარჩევნო კომისიის წევრი ;
დ ) ადგილობრივი დამკვირვებელი , საერთაშორისო დამკვირვებელი ;
ე ) პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი ;
ვ ) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი ;
ზ ) პირი , რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან , – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში ;
თ ) პირი , რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად , – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში .

4. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შემთხვევაში პირს უუქმდება საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად , დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლად , პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლად რეგისტრაცია ( ასეთი რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში ).
თავი VII
წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/57.md
