---
title: "მუხლი 57. წინასაარჩევნო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/57"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "57"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 57. წინასაარჩევნო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 57 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/57

კამპანია ( აგიტაცია ) 1. წინასაარჩევნო კამპანია ( აგიტაცია ) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე . პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით .

2. წინასაარჩევნო კამპანიის ( აგიტაციის ) პერიოდში პარტიას , საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატსა და საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ , დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები , განცხადებები , წარწერები , ფურცლები , ფოტომასალები და სხვა მასალები . აკრძალულია მათი გავრცელებისთვის ხელის შეშლა და მათი ჩამორთმევა , აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და მათი წინასაარჩევნო აგიტაციის გასაწევად გამოყენებისთვის ხელის შეშლა .

3. პარტიას , საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს , საარჩევნო სუბიექტსა და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ , გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით . საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას , არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ , საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ , ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ , რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას . ამ პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ ამავე პუნქტით დადგენილი წესების დარღვევა არის ამ კანონით გათვალისწინებული წინასაარჩევნო კამპანიის ( აგიტაციის ) ჩატარების წესების დარღვევა .

4. წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს , გარდა :
ა ) საარჩევნო კომისიის წევრისა ;
ბ ) მოსამართლისა ;
გ ) საქართველოს პროკურატურის , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს , საქართველოს თავდაცვის სამინისტროს , საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა ;
დ ) გენერალური აუდიტორისა ;
ე ) საქართველოს სახალხო დამცველისა ;
ვ ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა ;
ზ ) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა ;
თ ) საჯარო მოსამსახურისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან / და როდესაც ის უშუალოდ ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებებს ;
ი ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა ;
კ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ( გარდა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა , სახელოვნებო დაწესებულებებისა , რელიგიური ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა ) თანამშრომლისა , სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირის თანამშრომლისა , სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორისა , აღმზრდელ - პედაგოგისა , აღმზრდელისა , მასწავლებლისა , აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირისა − სამუშაო საათების განმავლობაში ან / და როდესაც ის უშუალოდ ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებებს ;
ლ ) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირისა და დამკვირვებლისა .

5. აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის ( აგიტაციის ) ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში :
ა ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები ;
ბ ) სასამართლოები ;
გ ) სამხედრო ნაწილები .

6. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან ხელი შეუწყონ პარტიებს / საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების , საჯარო დებატებისა და დისკუსიების , შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში , უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება .

7. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის /აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის / მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე / პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა . აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ჩაითვლება .

8. მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების გასამართავად სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების გამგებლობაში არსებული შენობები საარჩევნო კომისიებს უსასყიდლოდ ეთმობა .

9. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 5 დღის ვადაში შეადგინონ იმ შენობა - ნაგებობების ნუსხა , სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია ( აგიტაცია ), და გადასცენ იგი საოლქო საარჩევნო კომისიას . საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გამოყოფილი შენობა - ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში , უზრუნველყოს ამ შენობა - ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისთვის და მათთან შეთანხმებით შეადგინოს საარჩევნო ღონისძიებების გამართვის განრიგი ( თუ ღონისძიებები ერთმანეთს დაემთხვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდნენ , ღონისძიებების გამართვის თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება ). მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გამოყოფილი შენობა - ნაგებობების ნუსხა უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე უ სკოს ოფიციალურ ვებგვერდზე .

10. საოლქო საარჩევნო კომისიამ შენობა - ნაგებობის გამოყენების მოთხოვნის თაობაზე საარჩევნო სუბიექტის შესაბამის მიმართვას წერილობით , დასაბუთებულად უნდა უპასუხოს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა . ამ ვადაში პასუხის გაუცემლობა მიმართვაზე თანხმობად ჩაითვლება .

11. აკრძალულია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა .

12. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება . ეს მასალა ჩამოხსნას / დემონტაჟს / აღებას ექვემდებარება . ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება , აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანების შეკრება ან ამომრჩევლების აღრიცხვა .

13. ამ მუხლის მე -12 პუნქტი არ ვრცელდება ეგზიტპოლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაზე .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/56.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/58.md
