---
title: "მუხლი 58. სააგიტაციო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/58"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "58"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 58. სააგიტაციო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 58 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/58

მასალა 1. სააგიტაციო მასალა შეიძლება გამოიფინოს შენობა - ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში .

2. აკრძალულია სააგიტაციო მასალის საკულტო ნაგებობებზე , კულტურული მემკვიდრეობის შენობა - ნაგებობებზე , სახელმწიფო /ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ა და მუნიციპალიტეტის ორგანოების , სასამართლოების , პროკურატურის , სამხედრო ობიექტების , პოლიციის , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში , აგრეთვე საგზაო ნიშნებზე განთავსება / გაკვრა .

3. აკრძალულია ტოტალიზატორის გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე .

4. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან ამ მუხლის მე -2 პუნქტის გათვალისწინებით განსაზღვრონ იმ შენობა - ნაგებობების ჩამონათვალი , რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება / გაკვრა აკრძალულია , და გამოყონ ადგილები ან / და დადგან სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად . სტენდი იმ ზომის უნდა იყოს , რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის თანაბარი პირობები იქნეს უზრუნველყოფილი .

5. ამ მუხლის შესაბამისად სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან / და დადგმული სტენდების შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოები აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნის დღიდან არაუგვიანეს 10 დღისა .

6. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები , მისამართები , ინფორმაცია მისი ტირაჟის , რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ . აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის ამ ინფორმაციის მიუთითებლად გავრცელება . ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე რიგითი ნომრის აღნიშვნა საარჩევნო სუბიექტს ევალება მხოლოდ მას შემდეგ , რაც აღნიშნული ნომერი მიენიჭება .

7. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის ეგზემპლარები წარედგინება იმ საარჩევნო კომისიას , რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია , ამ მუხლის მე -6 პუნქტში მითითებული სააგიტაციო მასალის გამოშვების თარიღიდან არაუგვიანეს მე -5 დღისა .

8. დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა , ჩამოხევა , დაფარვა ან დაზიანება , თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული .

9. შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა . წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/57.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/59.md
