---
title: "მუხლი 59. ამომრჩევლის — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/59"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "59"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. ამომრჩევლის — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 59 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/59

მოსყიდვა 1. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით აკრძალულია :
ა ) საარჩევნო სუბიექტების , საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების , საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების ( მიუხედავად მათი ღირებულებისა ) გადაცემა , საქონლის შეღავათიან ფასად მიყიდვა , ნებისმიერი საქონლის ( გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა ) უფასოდ მიწოდება ან გავრცელება , აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების , ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების ( მიუხედავად მათი ღირებულებისა ) გადაცემის დაპირებით ;
ბ ) ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან / და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა ( გარდა „ საჯარო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა ), რომელიც , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , განეკუთვნება სახელმწიფო /ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან / და მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციას .

2. საარჩევნო სუბიექტს , რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან / და მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მეშვეობით ახორციელებდა ამ მუხლით გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას , ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/60.md
