---
title: "მუხლი 6. ამ — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/6"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ამ — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/6

კანონით დადგენილი ვადების ათვლა 1. ამ კანონით დადგენილი ყველა ვადა საარჩევნო პერიოდში , მათ შორის , სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები , გულისხმობს კალენდარულ დღეებს ( საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით ).

2. სიტყვები − „ მოცემული დღიდან N დღეში “, „ მოცემული დღიდან N დღის ვადაში “, „ მოცემული დღიდან არაუადრეს / არაუგვიანეს N დღისა “, „ მოცემული დღიდან არაუადრეს / არაუგვიანეს მე -N/N- ე დღისა “ − გულისხმობს დღეების მითითებული დღის მომდევნო დღიდან ათვლას .

3. სიტყვები − „ მოცემულ დღემდე N დღით ადრე “, „ მოცემულ დღემდე არაუადრეს / არაუგვიანეს N დღისა “, „ მოცემულ დღემდე არაუადრეს / არაუგვიანეს მე -N/N- ე დღისა “ − გულისხმობს დღეების მითითებული დღის წინა დღიდან ათვლას .

4. ჩასატარებელი არჩევნებისთვის ღონისძიებებისა და პროცედურების საწყისი ვადები აითვლება არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან , თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/7.md
