---
title: "მუხლი 60. წინასაარჩევნო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/60"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "60"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. წინასაარჩევნო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 60 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/60

აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა 1. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ამ კანონის 57 - ე მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს ეკრძალება რომელიმე პარტიის , საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის , საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება , მათ შორის :
ა ) სახელმწიფო /ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ დაკავებული შენობების , აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ დაკავებული შენობების გამოყენება , რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან , თუ სხვა პარტიებს , საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს , საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა ;
ბ ) სახელმწიფო /ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დაწესებულებებისთვის ან მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების , საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება , რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან ( გარდა პარტიებისა );
გ ) სახელმწიფო /ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება ;
დ ) საჯარო მოსამსახურეების , საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების , სახელმწიფოს /ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირების თანამშრომლების , სახელმწიფოს /ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების , აღმზრდელ - პედაგოგების , აღმზრდელების , მასწავლებლების , აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პირების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება .

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მათი სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაზე , რომელთა დაცვას კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/59.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/61.md
