---
title: "მუხლი 61. საბიუჯეტო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/61"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "61"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 61. საბიუჯეტო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 61 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/61

თანხების , თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა 1. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს , რომელსაც სახელმწიფო /ა ვტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა , ეკრძალება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება , რაც ამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს :
ა ) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში , რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან / და არჩევას ;
ბ ) სახელმწიფო / ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას ;
გ ) სამუშაო საათების განმავლობაში ან / და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას .

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს ამ კანონით განსაზღვრულ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე , აგრეთვე ტელერადიომაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის გამოყენებ ის შემთხვევაზე .

3. არჩევნების დღემდე მე -60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების / პროგრამების განხორციელება , რომლებიც საქართველოს სახელმწიფო , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მანამდე გათვალისწინებული არ იყო , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც პროექტები / პროგრამები ფინანსდება არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე შესაბამისი ბიუჯეტის სათანადო პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ან / და ამ ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრებით , აგრეთვე დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით . ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება .

4. სახელმწიფო /ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოს ეკრძალება არჩევნების დღემდე მე -60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით მაუწყებლის ეთერში ისეთი სარეკლამო ვიდეორგოლის განთავსება , რომელიც შეიცავს ინფორმაციას შესაბამისი უწყების მიერ შესრულებული ან დაგეგმილი სამუშაოს შესახებ .

5. არჩევნების დღემდე მე -60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია სოციალური გასაცემლების ( პენსია , სოციალური დახმარება , შემწეობა და სხვა ) ოდენობების ზრდა , გარდა იმ გასაცემლებისა , რომელთა ოდენობების ზრდა საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე , აგრეთვე ისეთი სოციალური გასაცემლების ( პენსია , სოციალური დახმარება , შემწეობა და სხვა ) ან / და შეღავათების დაწესება , რომლებიც არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე გათვალისწინებული არ იყო საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით . ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება .

6. ამ მუხლის მე -3 და მე - 5 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ამ კანონის შესაბამისად სახელმწიფო / ავტონომიური რესპუბლიკის ან / და მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ კენჭისყრის შენობის მოწყობის ან / და სარემონტო სამუშაოების დაფინანსებაზე .

7. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის , ვიდეო ან აუდიო მასალის დამზადება , ვებგვერდის ან მისი ნაწილის შექმნა , რომელშიც / რომელზედაც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი / პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ან / და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის / პარტიის მხარდასაჭერ / საწინააღმდეგო ინფორმაციას . იმავე პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის / პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება .

8. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე აკრძალულია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მუნიციპალიტეტის ორგანოს , პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება , გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან / და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/62.md
