---
title: "მუხლი 62. პრესისა და მასობრივი სხვა საშუალებების მიერ — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/62"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "62"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. პრესისა და მასობრივი სხვა საშუალებების მიერ — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 62 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/62

წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულირებ ა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა 1. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგად ი რეგულირებ ის საკითხები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ შესაბამისად .

2. საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ დადგენილი წესითა და დადგენილი ვადებით , იმ პირობით , რომ უფასო საეთერო დროის გამოყოფის საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სხვა მაუწყებლებისათვის გათვალისწინებული ვალდებულებები შესაბამისად ვრცელდება იმ მაუწყებლებსა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებზე , რომელთა სათავო ოფისებიც განლაგებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე , გარდა საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთობლივად ჩატარების შემთხვევისა .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/63.md
