---
title: "მუხლი 65. არჩევნებისთვის — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/65"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "65"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 65. არჩევნებისთვის — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 65 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/65

საჭირო ფულადი სახსრები 1. უსკო კენჭისყრ ის დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგენს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმას .

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უსკოს მიერ მისთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისად კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50 დღისა უზრუნველყოფს არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი ასიგნების გამოყოფას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან უსკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე .

3. საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესს დადგენილებით ადგენს უსკო .

4. კენჭისყრამდე არაუგვიანეს 45 დღისა უსკო საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს მის მიმდინარე ანგარიშზე .

5. საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრიდან არაუგვიანეს 30 -ე დღისა წყვეტს ორგანიზაციებ სა და ცალკეულ პირებთან ყოველგვარ ანგარიშსწორებას და თავის ანგარიშზე არსებულ ნაშთს 10 დღის ვადაში ჩარიცხავს ხაზინის შესაბამის ანგარიშზე . ამ ნაშთის ჩარიცხვიდან 2 კვირის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია უსკოს წარუდგენს საფინანსო ანგარიშს .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/64.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/66.md
