---
title: "მუხლი 68. ანგარიში — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/68"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "68"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 68. ანგარიში — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 68 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/68

საარჩევნო კამპანიის ხარჯების შესახებ 1. საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი / საარჩევნო სუბიექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 კვირაში ერთხელ , სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით წარუდგენს შესაბამის ფინანსურ ანგარიშს .

2. ის საარჩევნო სუბიექტი , რომელიც , წინასწარი მონაცემებით , არჩევნებში ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს , კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 12 დღისა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგენს არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშს .

3. საარჩევნო სუბიექტი არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა , სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აუდიტორულ ( აუდიტორული ფირმის ) დასკვნასთან ერთად წარუდგენს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშს . აუდიტის ჩატარების უფლება აქვს „ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სერტიფიცირებულ აუდიტორს . თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი 10 000 ლარს არ აღემატება , საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს , სრული საარჩევნო პერიოდის ანგარიში აუდიტორული დასკვნის გარეშე წარადგინოს .

4. თუ საარჩევნო სუბიექტი , რომელიც მიიღებს ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას , განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს , ან თუ დადასტურდება კანონის მოთხოვნათა დარღვევა , იგი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წერილობით უნდა გააფრთხილოს და უნდა მოსთხოვოს ხარვეზის აღმოფხვრა და სათანადო დარღვევასთან დაკავშირებით დეტალური წერილობითი ინფორმაციის მიწოდება . თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს , რომ დარღვევა არსებითი ხასიათისაა და მას შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე , იგი უფლებამოსილია შესაბამის საარჩევნო კომისიას მიმართოს რეკომენდაციით , რათა მან მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს არჩევნების შედეგების ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად შეჯამება .

5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია საარჩევნო სუბიექტის მიერ ამ თავით ან / და „ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის III თავით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მისცეს მას მითითება შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ და აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს .

6. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია საარჩევნო სუბიექტის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით განახორციელოს აგრეთვე შემდეგი ღონისძიებები :
ა ) ფიზიკური პირის გამოკითხვა „ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით ;
ბ ) ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ;
გ ) საჯარო დაწესებულებისგან , ფიზიკური პირისგან , იურიდიული პირისგან ( მათ შორის , საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან ), სხვა სუბიექტისგან საჭირო ინფორმაციის , მათ შორის , განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის , სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების ( გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა ) შემცველი ინფორმაციის , გამოთხოვა .

7. ამ მუხლის მე - 6 პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ინფორმაციას , რომელიც საჯარო ინფორმაციას არ მიეკუთვნება , სახელმწიფო აუდიტის სამსახური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს . ამ მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური სასამართლოს წარუდგენს მიმართვას თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით . ამ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში . სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს . მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი , გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა . ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი , გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა , აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა .

8. ყველა სუბიექტი , რომლებსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოსთხოვს ამ თავით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენას , ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია .

9. ამ თავით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში . გენერალურ აუდიტორს უფლება აქვს , საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს .
1 0 . არჩევნებისთვის გამოყენებული სახსრების ანგარიშის ფორმას და მისი შევსების წესს განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახური .
თავი IX
კენჭისყრა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/67.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/69.md
