---
title: "მუხლი 71. საარჩევნო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/71"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "71"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 71. საარჩევნო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 71 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/71

ოლქები / საარჩევნო უბნები 1. იმ საარჩევნო ოლქების / საარჩევნო უბნების ჩამონათვალი , სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება , ამ მუხლის გათვალისწინებით განისაზღვრება უსკოს განკარგულებით . აღნიშნული საარჩევნო ოლქების / საარჩევნო უბნების ჩამონათვალი ისე უნდა განისაზღვროს , რომ ამ საარჩევნო ოლქებმა / საარჩევნო უბნებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70% მოიცვას .

2. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო ოლქები / უბნები შეესაბამება ცესკოს განკარგულებით განსაზღვრულ საარჩევნო ოლქებს / უბნებს .

3. არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება :
ა ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში ;
ბ ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში ;
გ ) უსკოს განკარგულებით განსაზღვრულ იმ საარჩევნო უბანში , რომელიც ამ პუნქტის „ ა “ და „ ბ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საარჩევნო უბნებს არ განეკუთვნება .

4. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები , ამ შემთხვევაში ამ მუხლის მე -3 პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო უბნები შეესაბამება ცესკოს განკარგულებით განსაზღვრულ საარჩევნო უბნებს .

5. არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არ ტარდება :
ა ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში ;
ბ ) ძნელად მისადგომ ადგილას შექმნილ საარჩევნო უბანში .

6. იმ საარჩევნო უბანზე , სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება , ამომრჩეველთა რაოდენობა 3 000- ს არ უნდა აღემატებოდეს .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/70.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/72.md
