---
title: "მუხლი 72. კენჭისყრისა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/72"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "72"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 72. კენჭისყრისა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 72 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/72

და ხმების დათვლის პროცედურები 1. კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურები , მათ შორის , ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურები , განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით .

2. იმ საარჩევნო უბანში , სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება :
ა ) საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღეს 6 საათსა და 45 წუთზე ;
ბ ) ამომრჩეველთა მარკირება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ დადგენილი წესით ;
გ ) საკონტროლო ფურცელი არ გამოიყენება ;
დ ) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთზე მეტი ძირითადი საარჩევნო ყუთი და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი აპარატი .

3. საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი აპარატის მიერ დათვლილი წინასწარი მონაცემების საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ აპარატიდან ბეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს , რომელსაც ხელს აწერენ აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე და მდივანი . ამ პუნქტით განსაზღვრული პროცედურის განხორციელების შემდეგ გრძელდება ამ კანონით გათვალისწინებული ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები .

4. მთვლელები საარჩევნო ბიულეტენების დათვლისას ხელმძღვანელობენ საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ 78-ე მუხლის მე -4 და მე -5 ნაწილების მოთხოვნებით .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/71.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/73.md
