---
title: "მუხლი 75. საარჩევნო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/75"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "75"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75. საარჩევნო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 75 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/75

ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანა 1. იმ საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები , სადაც არ იქნება განთავსებული საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი აპარატი , უსკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით , შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით ციფრულ ფორმატში უნდა იქნეს გადაყვანილი .

2. უსკო ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონულ მოწყობილობაზე არსებული საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ყველა ვერსიის ინტერნეტსივრცეში განთავსება საარჩევნო უბნების მიხედვით , კენჭისყრის დღიდან 2 დღის ვადაში . საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ვერსიის ინტერნეტსივრცეში გაცნობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს .

3. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენების გამოქვეყნების წესი განისაზღვრება უსკოს დადგენილებით .

4. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები , საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენების გამოქვეყნების წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით .
თავი XI
კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/74.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/76.md
