---
title: "მუხლი 87. ხმების — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/87"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "87"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 87. ხმების — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 87 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/87

დათვლასა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული განცხადების / საჩივრის განხილვა 1. ამ კანონის 86-ე მუხლში აღნიშნულ განცხადებას / საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მისი მიღებისთანავე რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში . საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას / საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კომისიის მიერ განცხადების / საჩივრის რეგისტრაციიდან 4 დღის ვადაში . საოლქო საარჩევნო კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით , რომელიც შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში .

2. თუ დარღვეულია ამ კანონის 85 - ე მუხლის მე -2 პუნქტის „ ა “–„ დ “ ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარდგენის წესი , საარჩევნო კომისიაში განცხადების / საჩივრის მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია განცხადების / საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და მის გამოსასწორებლად გონივრული ვადა განუსაზღვროს , რის შესახებაც კომისიის მდივანი კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში აკეთებს სათანადო ჩანაწერს , რომელსაც ხელს აწერენ განცხადების / საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი . დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისია ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე -5 პუნქტით დადგენილი წესით .

3. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განცხადების / საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს , საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დადგენილ ვადაში შეავსოს ხარვეზი ანალოგიური განცხადების / საჩივრის წარდგენით , რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები , ან / და წარადგინოს განცხადება , რომელშიც მიეთითება ის მონაცემები , რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი .

4. ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი და მიეთითება ხარვეზის გამოსწორების ზუსტი დრო და თარიღი . ჩანაწერს ხელს აწერენ ხარვეზის აღმომფხვრელი პირი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი .

5. ამ კანონის 85 - ე და 86-ე მუხლებითა და ამ მუხლის მე -3 და მე -4 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურების დარღვევით წარდგენილი განცხადება / საჩივარი არ განიხილება და შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების / საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ .

6. საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები საჩივრდება ამ კანონის 88 - ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/86.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/88.md
