---
title: "მუხლი 89. საარჩევნო დავები და მოსარჩელეთა წრე — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/89"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "89"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 89. საარჩევნო დავები და მოსარჩელეთა წრე — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 89 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/89

1. ამ მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავაზე განცხადების / საჩივრის საარჩევნო კომისიაში შეტანის უფლება აქვთ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლების მქონე ამავე მუხლით განსაზღვრულ პირებს , აგრეთვე ამ პირთა სახელით − მათი განცხადების , მიმართვის ან წარდგინების საფუძველზე − ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ პირებს . ელექტრონული რეესტრის წარმოების წესს განკარგულებით განსაზღვრავს უ სკო .

2. ამომრჩეველთა სიების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს შესაბამის საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს , დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას , შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს , მოქალაქეს , რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ .

3. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს უსკოში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს , დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას , უსკოს წევრს .

4. საარჩევნო უბნების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს , დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას , შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს .

5. უსკოს / საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის / არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს .

6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის / არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს , დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას , შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს .

7. საარჩევნო კომისიის წევრის ან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საარჩევნო კომისიის ან მისი თავმჯდომარის განკარგულების გამო , აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო ( ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას ) სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას , დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას , შესაბამისი ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრს , რომელსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება .

8. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უსკოს განკარგულების გამო , აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს უსკოს წევრს , საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს უსკოში , დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას , საარჩევნო კომისიის იმ წევრთა ნახევარზე მეტს , რომლებსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება .

9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან არჩევნებისთვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ამ კანონით დადგენილ ვადაში უსკოს ანგარიშზე ჩაურიცხველობის გამო ამ ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს უსკოს .

10. პარტიის საარჩევნო რეგისტრაციისა და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს :
ა ) პარტიას , თუ უსკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია , ან მისი წარმომადგენელი ან გააუქმა მათი რეგისტრაცია ;
ბ ) უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას , დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს ( რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ უსკოში ), თუ მათ მიაჩნიათ , რომ პარტია რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით .

11. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სიის , პარტიულ სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატების , რეგისტრაციის შესახებ უსკოს თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ :
ა ) უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას , თუ უსკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სია , პარტიული სიით წარდგენილი ცალკეული კანდიდატები , ან / და უსკოს თავმჯდომარემ გააუქმა მათი რეგისტრაცია ;
ბ ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე , უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას , დამკვირვებლის სტატუსის მქონე არანაკლებ 2 პირს ( რომლებიც დაინიშნენ დამკვირვებლებად უსკოში ), თუ მათ მიაჩნიათ , რომ უსკოს თავმჯდომარემ პარტიული სია , პარტიულ ი სიით წარდგენილი ცალკეული კანდიდატები , რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით , აგრეთვე თუ პარტიულ ი სიით წარდგენილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაკმაყოფილდა .

12. ადგილობრივი / საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცი ი ს რეგისტრაციის შესახებ უსკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ : აღნიშნულ ორგანიზაციას , თუ უსკომ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში , საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას და დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას , თუ კი მათ მიაჩნიათ , რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა .

13. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ : აღნიშნულ ორგანიზაციას , თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში , შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს , დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას , თუ კი მათ მიაჩნიათ , რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა .

14. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებ ის წარმომადგენლის აკრედიტაციის შესახებ უსკოს / საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ : პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს , რომლის აკრედიტაციის თაობაზე განცხადება არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ , საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას , დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას .

15. ამ კანონის 5 9 - ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ პარტიას , დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას , საარჩევნო კომისიას , თუ სარჩელი პარტიის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას ეხება .
შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული პირი უფლებამოსილია ამავე პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე თავად მიმართოს სასამართლოს. ასეთი მოთხოვნის სხვა უფლებამოსილი პირისთვის წარდგენის თაობაზე მის მიერ წარდგენილი განცხადება/საჩივარი განხილვას არ ექვემდებარება.

16. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ 51 - ე მუხლის მე -3 ნაწილისა და 5 6 - ე მუხლის პირველი − მე - 5 ნაწილების დებულებათა დარღვევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს .
1 7 . საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ : საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტი ას, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიის წარმომადგენელს , დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას .

18. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ : პარტიას , შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიის წარმომადგენელს, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს .

19. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ უსკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ : უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას ( თუ საქმე ეხება საარჩევნო ოლქს ), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას .
2 0 . საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში უსკოს შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ : უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას , დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას .
2 1 . უსკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ : უმაღლესი სა ბ ჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას , დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას .
თავი XIII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებ ები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/88.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/90.md
