---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6884622-egrisis-erovnuli-parkis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1"
law: "ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 6884622"
adopted: "2026-06-09"
consolidated_as_of: "2026-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6884622-egrisis-erovnuli-parkis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1

1. ეს კანონი არეგულირებს ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის სფეროში არსებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. ეგრისის ეროვნული პარკისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/6884622-egrisis-erovnuli-parkis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2.md
