---
title: "მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები — ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6884622-egrisis-erovnuli-parkis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2"
law: "ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 6884622"
adopted: "2026-06-09"
consolidated_as_of: "2026-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები — ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6884622-egrisis-erovnuli-parkis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2

1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) უზრუნველყოს ეგრისის ეროვნული პარკის შექმნა;
ბ) მოაწესრიგოს ეგრისის ეროვნული პარკის მართვის მექანიზმები.

2. ეგრისის ეროვნული პარკის შექმნის მიზანია ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და კირქვიანი მასივების ლანდშაფტების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, განსაკუთრებით − გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა, აღდგენა და შენარჩუნება, უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების დაცვა, ცენტრალური  კავკასიონის (დიდი კავკასიონის ნაწილი) კონსერვაციული ლანდშაფტის ფარგლებში ეკოლოგიური პროცესების მთლიანობისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების საკვანძო ადგილების შენარჩუნება, ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, განათლებისა და მეცნიერული კვლევების ხელშეწყობა, ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება, აგრეთვე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6884622-egrisis-erovnuli-parkis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6884622-egrisis-erovnuli-parkis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/3.md
