---
title: "მუხლი 6. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების მოწესრიგება — ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6884622-egrisis-erovnuli-parkis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/6"
law: "ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 6884622"
adopted: "2026-06-09"
consolidated_as_of: "2026-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების მოწესრიგება — ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6884622-egrisis-erovnuli-parkis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/6

1. ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე დასაშვებია ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი უფლებების ან/და ვალდებულებების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაცია.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ სარგებლობის ლიცენზიაზე აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6884622-egrisis-erovnuli-parkis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6884622-egrisis-erovnuli-parkis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/7.md
