---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6905225-tsiv-gomboris-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1"
law: "ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 6905225"
adopted: "2026-06-24"
consolidated_as_of: "2026-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6905225-tsiv-gomboris-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1

1. ეს კანონი არეგულირებს საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში არსებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიებისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/6905225-tsiv-gomboris-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2.md
