---
title: "მუხლი 10. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების მოწესრიგება — ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6905225-tsiv-gomboris-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/10"
law: "ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 6905225"
adopted: "2026-06-24"
consolidated_as_of: "2026-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების მოწესრიგება — ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6905225-tsiv-gomboris-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/10

1. ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი ურთიერთობების ფარგლებში დასაშვებია  უფლებების (საკუთრება, უზუფრუქტი, აღნაგობა, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა და სხვა) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაცია.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-4−მე-6 მუხლებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე ამავე კანონის ამოქმედებამდე არსებულ, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6905225-tsiv-gomboris-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6905225-tsiv-gomboris-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/11.md
