---
title: "მუხლი 3. ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიები და მათი ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) — ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6905225-tsiv-gomboris-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/3"
law: "ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 6905225"
adopted: "2026-06-24"
consolidated_as_of: "2026-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიები და მათი ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) — ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2026-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6905225-tsiv-gomboris-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/3

1. ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიებია:
ა) ცივ-გომბორის ეროვნული პარკი;
ბ) სიღნაღის აღკვეთილი;
გ) ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტი.

3. ამ კანონით გათვალისწინებული ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და სათანადო ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება შესაბამისი დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6905225-tsiv-gomboris-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6905225-tsiv-gomboris-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/4.md
