---
title: "მუხლი 1 — ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/69832-psikiatriul-statsionarshi-motavsebis-wesis-damtkitsebis-shesakheb/1"
law: "ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 69832"
adopted: "2007-03-20"
consolidated_as_of: "2007-03-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2007-03-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/69832-psikiatriul-statsionarshi-motavsebis-wesis-damtkitsebis-shesakheb/1

1. ფსიქიატრიული სტაციონარი წარმოადგენს შესაბამისი ლიცენზიის მქონე, სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებას (განყოფილებას), რომელიც ახორციელებს მაღალკვალიფიციურ სტაციონარულ გამოკვლევას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისათვის.

2. ფსიქიატრიული სტაციონარი ემსახურება პაციენტებს, რომლებიც ფსიქიკური აშლილობის გამო საჭიროებენ გამოკვლევასა და მკურნალობას სტაციონარის პირობებში.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/69832-psikiatriul-statsionarshi-motavsebis-wesis-damtkitsebis-shesakheb/2.md
