---
title: "მუხლი 2 — ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/69832-psikiatriul-statsionarshi-motavsebis-wesis-damtkitsebis-shesakheb/2"
law: "ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 69832"
adopted: "2007-03-20"
consolidated_as_of: "2007-03-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2 — ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2007-03-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/69832-psikiatriul-statsionarshi-motavsebis-wesis-damtkitsebis-shesakheb/2

1. ფსიქიატრიულ სტაციონარში პაციენტი თავსდება: ა) პირველადი ჯანდაცვის ექიმის, ექიმ-ფსიქიატრის ან სხვა სამედიცინო დაწესებულების დასკვნის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 19 ივლისის №228/ო ბრძანებით დამტკიცებული „ სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №027-3/ა“, რომელიც გაცემულ უნდა იქნეს ვადით არა უმეტეს შვიდი დღისა) საფუძველზე; ბ) სამართალდამცავი ორგანოების მიერ პაციენტის მოყვანის შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე; გ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დასკვნის საფუძველზე; დ) მომართვის არარსებობისას პაციენტის (ან მისი კანონიერი წარმომადგენლის) თხოვნით ან/და ინფორმირებული თანხმობით ან თანხმობის გარეშე, თუ მისი ფსიქიკური მდგომარეობა საჭიროებს სასწრაფო სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/69832-psikiatriul-statsionarshi-motavsebis-wesis-damtkitsebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/69832-psikiatriul-statsionarshi-motavsebis-wesis-damtkitsebis-shesakheb/3.md
