---
title: "მუხლი 5 — ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/69832-psikiatriul-statsionarshi-motavsebis-wesis-damtkitsebis-shesakheb/5"
law: "ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 69832"
adopted: "2007-03-20"
consolidated_as_of: "2007-03-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5 — ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2007-03-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/69832-psikiatriul-statsionarshi-motavsebis-wesis-damtkitsebis-shesakheb/5

არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების ჩვენება განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმებით, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს შემდეგი ფსიქიკური მდგომარეობის დროს: ა) ქცევის აშლა, რომლის მიზეზია: ა.ა) ფსიქომოტორული აგზნება; ა.ბ) ჰალუცინაციები; ა.გ) ბოდვა; ა.დ) ფსიქიკური ავტომატიზმის სინდრომი; კატატონიური სინდრომი; ა.ე) ცნობიერების შეცვლის მდგომარეობა; ა.ვ) პათოლოგიური იმპულსურობა; ა.ზ) მძიმე დისფორიები; ბ) სისტემატიზირებული ბოდვითი სინდრომი; გ) იმპერატიული ჰალუცინაციები; დ) დეპრესიული მდგომარეობები, რომელთაც ახლავთ სუიციდური ტენდენციები; ე) მანიაკალური და ჰიპომანიაკალური მდგომარეობები; ვ) კოგნიტიურმნესტიური ფუნქციების ღრმა მოშლით გამოწვეული პაციენტის უსუსურობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/69832-psikiatriul-statsionarshi-motavsebis-wesis-damtkitsebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/69832-psikiatriul-statsionarshi-motavsebis-wesis-damtkitsebis-shesakheb/6.md
