---
title: "მუხლი 6 — ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/69832-psikiatriul-statsionarshi-motavsebis-wesis-damtkitsebis-shesakheb/6"
law: "ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 69832"
adopted: "2007-03-20"
consolidated_as_of: "2007-03-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6 — ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2007-03-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/69832-psikiatriul-statsionarshi-motavsebis-wesis-damtkitsebis-shesakheb/6

1. პაციენტს ფსიქიატრიულ დახმარებას უწევს მკურნალი ექიმი: ა) ესაუბრება პირველივე სამუშაო დღეს; ბ) იკვლევს პაციენტის ფსიქო - სომატურ მდგომარეობას; გ) აგროვებს ანამნეზურ/კატამნეზურ ცნობებს; დ) უნიშნავს პაციენტს საჭირო კლინიკოლაბორატორიულ გამოკვლევებს; ე) გამოაქვს წინასწარი დიაგნოზი და პაციენტს უნიშნავს შესაბამის მკურნალობას.

2. სამედიცინო ისტორიაში ფიქსირდება აღნიშნული მონაცემები თარიღის მითითებით.

3. ცვლილებები პაციენტის სომატო - ფსიქიკურ მდგომარეობაში, ახალი გამოკვლევები ან დანიშნულება ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში თარიღის მითითებით.

4. მკურნალი ექიმი კლინიკურ დიაგნოზს სვამს პაციენტზე დაკვირვების და კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/69832-psikiatriul-statsionarshi-motavsebis-wesis-damtkitsebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/69832-psikiatriul-statsionarshi-motavsebis-wesis-damtkitsebis-shesakheb/7.md
