---
title: "მუხლი 7 — ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/69832-psikiatriul-statsionarshi-motavsebis-wesis-damtkitsebis-shesakheb/7"
law: "ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 69832"
adopted: "2007-03-20"
consolidated_as_of: "2007-03-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7 — ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2007-03-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/69832-psikiatriul-statsionarshi-motavsebis-wesis-damtkitsebis-shesakheb/7

1. არანებაყოფლობითი სტაციონირებისას ექიმ-ფსიქიატრთა კომისია ყოველთვიურად (აუცილებელ შემთხვევებში უფრო მოკლე პერიოდშიც) განიხილავს არანებაყოფლობითი მკურნალობის გაგრძელების, შეცვლის ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხს.

2. მკურნალი ექიმი სამედიცინო ისტორიაში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს კომისიის წევრთა ხელმოწერით და თარიღის მითითებით.

3. პაციენტის სტაციონარიდან გაწერისას სამედიცინო დოკუმენტაციის ამონაწერი, შესაბამის ინფორმაციასთან ერთად, იგზავნება გამომგზავნ დაწესებულებაში ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/69832-psikiatriul-statsionarshi-motavsebis-wesis-damtkitsebis-shesakheb/6.md
