---
title: "მუხლი 1. ზოგადი დებულებანი — პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/73114-pirveladi-psikiatriuli-gamokvlevis-chatarebisa-da-daskvnis-gatsemis-we/1"
law: "პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 73114"
adopted: "2007-09-27"
consolidated_as_of: "2007-10-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. ზოგადი დებულებანი — პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2007-10-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2007-10-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/73114-pirveladi-psikiatriuli-gamokvlevis-chatarebisa-da-daskvnis-gatsemis-we/1

1. პირველად ფსიქიატრიულ გამოკვლევად ითვლება შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ექიმთან პირის პირველი კონსულტაცია, თუ გამოკვლევის მომენტში ექიმის ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოსაკვლევი პირისათვის წარსულში რაიმე სახის ფსიქიატრიული დახმარება არ აღმოუჩენიათ.

2. პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის მიზანია ექიმის მიერ გამოსაკვლევი პირის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება, საჭიროების შემთხვევაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობის გაცემა ან/და გამოსაკვლევი პირისათვის სათანადო ფსიქიატრიული დახმარების საჭიროების განსაზღვრა.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/73114-pirveladi-psikiatriuli-gamokvlevis-chatarebisa-da-daskvnis-gatsemis-we/2.md
