---
title: "მუხლი 3. პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარება — პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/73114-pirveladi-psikiatriuli-gamokvlevis-chatarebisa-da-daskvnis-gatsemis-we/3"
law: "პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 73114"
adopted: "2007-09-27"
consolidated_as_of: "2007-10-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარება — პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2007-10-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2007-10-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/73114-pirveladi-psikiatriuli-gamokvlevis-chatarebisa-da-daskvnis-gatsemis-we/3

1. პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევა ტარდება შესაბამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ან გამონაკლის შემთხვევაში ბინაზე. ექიმს შეუძლია უარი განაცხადოს გამოკვლევაზე, თუ მისი უსაფრთხოება არ არის დაცული.

2. საჭიროების შემთხვევაში, ექიმის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გამოკვლევაში სხვა სპეციალისტების (ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ნევროლოგი და სხვა) ჩართვა.

3. თუ ექიმს უძნელდება გამოსაკვლევი პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასება, შეუძლია შესთავაზოს განმეორებითი ამბულატორიული ან სტაცონარული გამოკვლევა.

4. პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის დასრულების შემდეგ ფსიქიკური აშლილობის გამოვლენის შემთხვევაში ექიმი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს სამედიცინო ბარათში, რომელიც ინახება დაწესებულების არქივში დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/73114-pirveladi-psikiatriuli-gamokvlevis-chatarebisa-da-daskvnis-gatsemis-we/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/73114-pirveladi-psikiatriuli-gamokvlevis-chatarebisa-da-daskvnis-gatsemis-we/4.md
