---
title: "მუხლი 4. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობის გაცემა — პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/73114-pirveladi-psikiatriuli-gamokvlevis-chatarebisa-da-daskvnis-gatsemis-we/4"
law: "პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 73114"
adopted: "2007-09-27"
consolidated_as_of: "2007-10-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობის გაცემა — პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2007-10-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2007-10-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/73114-pirveladi-psikiatriuli-gamokvlevis-chatarebisa-da-daskvnis-gatsemis-we/4

1. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობის გაცემისათვის გამოსაკვლევ პირს თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა, ხოლო 16 წლამდე პირს – დაბადების მოწმობა, მის კანონიერ წარმომადგენელს – პირადობის მოწმობა.

2. ცნობას პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ხელს აწერენ პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩამტარებელი ექიმი და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი და მოწმდება დაწესებულების ბეჭდით. ცნობაში აღინიშნება, რომ დასკვნა გაიცა პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის შედეგად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/73114-pirveladi-psikiatriuli-gamokvlevis-chatarebisa-da-daskvnis-gatsemis-we/3.md
