---
title: "მუხლი 11. ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/11"
law: "„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "11"
identifier: "20"
adopted: "2008-09-18"
consolidated_as_of: "2021-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2021-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2021-07-01.
> Cite as: „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2021-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/11

1. მხარეებს შორის წარმოშობილი დავების სწრაფად გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის­თანავე უნდა მოხდეს მხარეების შეხვედრა. სადავო საკითხის გადაწყვეტის, რაიმე საკითხზე შეთანხმების ან სხვა ფაქტის დაფიქსირების მიზნით, განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი ვალდებულია შეად­გინოს აქტი, რომელზეც ხელს აწერენ მხარეები.

2. თუ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხვე­ლი არასწორად აღრიცხავს ელექტროენერგიის მოხმარებას ან ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, რის გამოც ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, განაწილების ლიცენ­ზიატი ვალდებულია, ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარი­ში.

3. ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების ან მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა მომხმარებლის მიმართვიდან, ან ელექტროენერგიის მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

3¹. ამ წესების მიზნებისათვის, ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმებაში იგულისხმება გაზომვის საშუალების (მრიცხველის) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების საშუალებით ფაქტობრივი ცდომილების განსაზღვრა, მისი დამოწმება, საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვა ან/და აღნიშნული გაზომვის საშუალების შეფასებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები.

4. მომხმარებელს არ შეიძლება დაეკისროს ელექ­ტროენერგიის მრიცხველის შემოწმების საფასურის გადახდა, თუ ელექტროენერგიის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი ან შემოწმების ვადა გადაცი­ლებულია.

5. საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი. გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა საცალო მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6. ელექტროენერგიის მრიცხველის დამოწმება ხორციელდება „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველ­ყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის მიხედვით.

7. განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტრო­ენერგიის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწ­მება შეიძლება მოხდეს მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მოთხოვნისთანავე აცნობოს დანარჩენ მხარეებს დაგეგმი­ლი შემოწმების შესახებ. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ელექტროენერგიის მრიცხველის არაგეგ­მურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტე­ბით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე იმ შემ­თხვევებში, თუ ამ წესებით ან/და მოქმედი კანონ­მდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი აქტი.

8. ელექტროენერგიის მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ, დაინტერესებული პირის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას, მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის ხარჯებს, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის დამოწმებისა და დამონტაჟების საფასურს, გადაიხდის განაწილების ლიცენზიატი (გარდა ამ წესებით განსაზღვრული ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შემთხვევებისა).

8¹. დაინტერესებულ პირს (მათ შორის, მომხმარებელს) წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეუძლია განაწილების ლიცენზიატს მოსთხოვოს საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარება აღრიცხვიანობის სიზუსტის დადგენის ნებისმიერ ეტაპზე. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, აღნიშნული მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო მოქმედების დაწყებამდე მომხმარებელს წერილობით მისცეს განმარტება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და შესაძლო ხარჯების შესახებ, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს ამ მუხლის მე -7 პუნქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

9. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის ან/და მათი წარმომადგენლების ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმებაზე დასწრება მრიცხველის შემოწმების ადგილისა და ზუსტი დროის შეტყობინებით. განაწილების ლიცენზიატმა აღნიშნული შემოწმების შესახებ მიმწოდებელსა და მომხმარებელს წინასწარ უნდა აცნობოს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც.

10. საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა გადაწყდება შემდეგი წესით:
ა) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ელექ­ტრო­ენერგიის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებ­ლის საზიანოდ, განაწილების ლიცენზიატი ვალდე­ბულია, დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაას­წოროს მონაცემები, ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთ­ხოვნილ შემოწმების თარიღამდე. მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს ელექტროენერგიის მრიცხველის ცდო­მილების ჩასწორებისთანავე ან/და მოხდეს მისი მომდევნო ანგარიშსწორებისას გაქვითვა (მომხმარებლის სურვი­ლისამებრ);
ბ) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმა­რებლის სასარგებლოდ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწოროს მონაცემები, ელექტროენერგიის მრიცხვე­ლის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილი შემოწმების თარიღამდე. განაწილების ლიცენზიატის მიერ ზედმეტად მიწოდებული ელექტრო­ენერგიის საფასურის გადახდა დაეკისრება მომხმარე­ბელს;

11. თუ საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღის დადგენა შეუძლებელია, გადაანგარიშება მოხდება ელექტროენერგიის მრიცხველის ბოლოს წინა ჩვენების აღებასა და მოთხოვნილ შემოწმებას შორის პერიოდზე, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.

11¹. ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა და ცდომილების კოეფიციენტით დარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე.

12. ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებ­ლივ აცნობოს განაწილების ლიცენზიატს აღნიშნულის შესახებ (წერილობით ან ზეპირად, მათ შორის, სატე­ლეფონო შეტყობინებით). განაწილების ლიცენ­ზიატი ვალდებულია, შეტყობინების მიღებისთანავე წერილო­ბით დააფიქსიროს შეტყობინების მიღება და დაუყოვ­ნებლივ განახორციელოს ამ მომხმარებლის ელექტრო­ენერგიით უწყვეტი მომარაგებისათვის საჭირო ქმედე­ბები და პროცედურები (ამ წესებისა და კანონმდებ­ლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად); ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ შეიძ­ლება გამოყენებულ იქნეს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისათვის გათვალისწინებული პირობები.

13. თუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით) გარკვეუ­ლი პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექ­ტრო­ენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია (ელექ­ტრო­­ენერგიის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), მომხმა­რებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმა­რების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდ­ში მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდე­ნობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონუ­რობის გათვა­ლის­წინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.

14. ელექტროენერგიის მრიცხველის შეცვლის მიზნით მოხსნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალ­დებულია, ელექტროენერგიის მრიცხველის მოხ­სნის­­თანავე დაამონტაჟოს ახალი მრიცხველი (მიუხე­დავად იმისა, საჭიროებს თუ არა ძველი (მოხსნილი) მრიცხველი, ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე, ლაბორატორიულ ან/და სხვა სახის შემოწმებას), ან იმოქმედოს ამ მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად.

15. ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის ან/და დაზიანების (გაუმართაობის) გამოვლენის შემ­თხვევაში, როდესაც მოხმარებული ელექტრო­ენერგიის აღრიცხვა არ წარმოებს ელექტროენერგიის მრიც­ხველის საშუალე­ბით, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე, მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მის მიერ მოხმარებული ელექტრო­ენერგიის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან (სეზო­ნურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. ამ პუნქტით განსაზღვრული, მომ­ხმარებ­ლის წერილობითი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მომხმარებელთან ინდივიდუალური მრიცხვე­ლი დამონტაჟდება მისი მოხსნიდან 3 კალენდარულ დღის განმავლობაში.

16. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები სხვა წესს არ ითვალისწინებს, ამ მუხლში მოცემული პირობები და დარიცხვის წესი არ ვრცელდება უკანონოდ მოხმარების შემთხვევებზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №17- ვებგვერდი, 27.07.2017 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/10-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/12.md
