---
title: "მუხლი 12. დავის განხილვა — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/12"
law: "„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "12"
identifier: "20"
adopted: "2008-09-18"
consolidated_as_of: "2021-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2021-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. დავის განხილვა — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2021-07-01.
> Cite as: „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2021-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/12

1. დაუშვებელია მომხმარებლისთვის ელექტროენერ­გიით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე (ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით), ხოლო ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის შემთხვე­ვაში, მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ.

2. კომისიის ან სასამართლოს მიერ მომხმარებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია კომისიის მოთხოვნის ან სასამართლოს განჩინების გარეშე, სადავო საკითხიდან გამომდინარე ან/და მის საფუძველზე, მომხმარებლი­სათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება მიმდინარე საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ უთანხმოებას გამართული აღრიცხვის კვანძის არსებობის შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება იმ მომხმა­რებელზე, რომელსაც ამ წესების პირობების დაცვით ელექტროენერგიით მომარაგება შეუწყდა დავის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით ან/და მომხარებლის შუამდგომლობის საფუძველზე კომისიის მოთხოვნით ან სასამართლოს განჩინებით.

4. დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებ­ლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართვე­ლოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვე­ვისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქა­ლაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია ელექტროენერგიის შეწყვე­ტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველ­ყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავა­ლიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამო­სილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით მომხმა­რებლისგან მოით­ხოვოს დავალიანების გადახდა და, თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინე­ბა – შეუწ­ყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება დავის დასრულებამდე.

5. ამ მუხლში მოყვანილი გარემოებები არ ათავი­სუფლებს მომხმარებელს ელექტროენერგიის მოხმარე­ბისას მიმდინარე საფასურის გადახდისაგან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/13.md
