---
title: "მუხლი 18. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობა — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/18"
law: "„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "18"
identifier: "20"
adopted: "2008-09-18"
consolidated_as_of: "2021-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2021-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობა — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2021-07-01.
> Cite as: „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2021-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/18

1. საცალო მომხმარებელს უფლება აქვს ელექტრო­ენერგია შეისყიდოს როგორც განაწილების ლიცენზია­ტისგან, ისე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან სათანადო წესის დაცვით გაფორმებული ელექტრო­ენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

2. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებუ­ლია, საცალო მომხმარებელთან ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, შესაბამის განაწილების ლიცენზიატს დაუყოვნებლივ მიაწოდოს აღნიშნული ხელშეკრულების ასლი და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში უზრუნ­ველყოს საცალო მომხმარებლისთვის ელექტრო­ენერგიის მიწოდება.

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შესაძ­ლოდ მოკლე ვადაში განსაზღვროს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლისათვის მიწოდების დაწყების თარიღი და უზრუნველყოს მათ შორის გაფორმებული ელექტრო­ენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება ამ წესების პირობების შესაბამისად.

4. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს უფლება აქვს უარი თქვას ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, თუ აშკარად შეუძლე­ბელია კონკრეტული მომხმარებლისათვის მომსახუ­რების გაწევა ტექნიკური მიზეზის ან სხვა დასაბუ­თებული გარემოების გამო.

5. საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის ნასყიდობა არ ათავისუფლებს განაწილების ლიცენზიატს ამ წესე­ბით განსაზღვრული რაიმე სახის ვალდებულებისა თუ პასუხისმგებლობისგან; განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მის ქსელზე მიერთებულ საცალო მომხმარებ­ლისათვის გამანაწილებელი ქსელისა და ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის), ელექტროენერგიის გატარების, ელექტროენერგიით მომარაგების, მომარაგების შეწყვეტის ან აღდგენის, ასევე, მოხმარებული ელექტროენერგიისა და მომსახუ­რების საფასურის დარიცხვისა და ამოღების მომსახუ­რება შეასრულოს იგივე პირობებითა და პროცე­დურებით, როგორც საცალო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის განაწილების შემთხვევაში.

6. საცალო მომხმარებლისთვის ამ წესების შესაბა­მისად აღრიცხული და დარიცხული თანხის გადახდაზე პასუხისმგებელია მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგური, ხოლო მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიც­ხვის, მომსახურებისა და მოხმარებული ელექ­ტრო­ენერგიის ქვითარზე ასახვისა და საცალო მომხმა­რებლისთვის მიწოდების ვალდებულება ეკისრება შესაბამისი გამანაწილებელი ქსელის მფლო­ბელ განაწილების ლიცენზიატს, გარდა იმ შემ­თხვე­ვებისა, როდესაც განაწილების ლიცენზიატსა და მცირე სიმ­ძლავრის ელექტროსადგურს შორის დადებული ხელ­შეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალის­წინებული.

7. საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მოხმარების საფასურის გადახდა გულისხმობს საცალო მომხმარებლის მხრიდან ყველა იმ ვალდებულების შესრულებას, რაც განხორციელდა ამ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგები­სათვის მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესებითა და ხელშეკრულებებიდან გამომდინარე; დაუშვებელია საცალო მომხმარებელს დაეკისროს ელექტროენერგიის შესყიდვისა და მომარაგებისათვის რაიმე სხვა სახის ერთჯერადი გადასახდელის ან საფასურის გადახდა, გარდა ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრუ­ლებითა და ამ წესების მე-19 მუხლით განსაზღვრული ელექტროენერგიის მოხმარების საფასურისა. ამ წესებით განსაზღვრული ყველა სხვა ინდივიდუალურად გადასახდელი (ელექტროენერგიის მრიცხველის, კორექტი­რების, უკანონოდ მოხმარების და სხვა ერთჯერადი ხარჯები) მომხმარებლის ქვითარში უნდა აისახოს განცალკევებულად.

8. საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის შემთხვევაში, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია, შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშ­ვა აღნიშნული საცალო მომხმარებლის ელექ­ტროენერგიით მომარაგების უზრუნველსაყოფად მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად.

9. საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან შესყიდვის შემთხვევაში, ქვითარში სამომხმარებლო ტარიფის ნაცვლად აღინიშნება ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროენერგიის მოხმარების საფასური და მომხმა­რებელზე დარიცხული თანხა, მცირე სიმძლავრის ელექ­ტროსადგურისა და განაწილების ლიცენზიტი­სათვის წილობრივი და მათი ჯამური მაჩვენებლით.

10. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ამ წესების შესაბამისად ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში, საცალო მომხმარებელმა დარიცხული თანხა უნდა გადაიხადოს ქვითარში მოცემულ იმ საბანკო ანგარიშზე, სადაც უნდა მოხდეს დარიცხული თანხის გადახდა.

11. საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგური ვალდებულია, ამ წესებისა და მოქმედი კა­ნონმდებლობის შესაბამისად, გააჩნდეს შესაბამისი ხელშეკრულებები ელექტროენერგიის დისპეტჩერიზა­ციის, გადაცემის ან/და გატარების მომსახურეობის შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/19.md
