---
title: "მუხლი 19. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/19"
law: "„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "19"
identifier: "20"
adopted: "2008-09-18"
consolidated_as_of: "2021-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2021-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2021-07-01.
> Cite as: „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2021-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/19

1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექ­ტრო­ენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალის­წინებული ელექტროენერგიის მოხმარების საფასური მოიცავს ელექტროენერგიის წარმოებისა და ყველა იმ მომსახურების (გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების, სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის და სხვა მომსახურების) ღირებუ­ლებას, რომელიც საჭიროა საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მუდმივი და სტაბილური მომარაგე­ბისთვის მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების პირობების შესაბამისად.

2. ამ წესების შესაბამისად, საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა შესაბამისი მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის სათანადო რაოდენობისა თუ სიმძლავ­რის მიწოდება, საცალო მომხმარებელის ელექტროენერგიით მომარაგება არ უნდა შეწყდეს. ამასთან, საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებაზე გაწეული მომსახურების საფასურისა და ხარჯების გადახდა მცირე სიმძლავრის ელექტრო­სად­გურის მიერ ხდება ამ საცალო მოხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებაზე ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/20.md
