---
title: "მუხლი 2. ძირითადი პრინციპები — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/2"
law: "„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "2"
identifier: "20"
adopted: "2008-09-18"
consolidated_as_of: "2021-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2021-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ძირითადი პრინციპები — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2021-07-01.
> Cite as: „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2021-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/2

1. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბა­მისი პარამეტრების ელექტროენერგიით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბა­მისად.

2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) გაუწიოს მომსახურება ყველა სახის მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად;
ბ) დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგე­ნილი ნორმები და წესები;
გ) უზრუნველყოს მომხმარებელთა მუდმივი მომსახუ­რება – მათ შორის მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატე­ლეფონო ცხელი ხაზით მომსახურება;
დ) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება შეტყობინებაზე ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან/და ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ;
ე) მოახდინოს საცალო მომხმარებელზე ელექტრო­ენერგიის რეალიზაცია (ამ წესებით დადგენილი პირო­ბების შესაბამისად);
ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტრო­ენერგია წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექ­ტრულ ქსელამდე;
ზ) უზრუნველყოს ამ წესებით და ლიცენზიის პირო­ბებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შეს­რულება.

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვ­ნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება, თუ:
ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთე­ლობას ან მის ქონებას;
ბ) ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფ­რთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად;
გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გაცემუ­ლია სათანადო დავალება ელექტროენერგიით მომარა­გების შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ.

4. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, კანონ­მდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით, შეწყვიტოს მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ:
ა) მომხმარებლის მიერ გადახდილი არ არის მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, დარიცხული დეპოზიტის ან/და ამ წესებით გათვალისწინებული სხვა სახის საფასური;
ბ) მომხმარებლის მიერ ირღვევა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკურ პირობაში მოცემული მოთხოვნები;
გ) მომხმარებელი არ ასრულებს ამ ან/და კომისიის სხვა წესებით დადგენილ პირობებს ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებებს, რომლებიც, კანონმდებლობის შესაბამისად, ითვალისწინებს ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტას;
დ) საჭიროა გეგმური ან ავარიული სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ბოლო ვადის მითითების შემდეგ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 19 ივლისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 26.07.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/3.md
