---
title: "მუხლი 20. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/20"
law: "„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "20"
identifier: "20"
adopted: "2008-09-18"
consolidated_as_of: "2021-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2021-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2021-07-01.
> Cite as: „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2021-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/20

1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცა­ლო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექ­­ტრო­ენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება შესრუ­ლებისათვის საჭიროებს იმ განაწილების ლიცენზია­ტისათვის მიწოდებას, რომლის მეშვეობითაც ხდება საცალო მომ­ხმა­რებლისათვის ელექტროენერგიის გატა­რება, ფაქტობრივი მოხმარების შევსება ან/და სიმ­ძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფა.

2. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებულ ელექტრო­ენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურმა შესაბამის განაწილების ლიცენზიატს უნდა მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) საცალო მომხმარებლის დასახელება და მისამარ­თი, სადაც უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარა­გება;
ბ) მომხმარებლისათვის მოთხოვნილი სიმძლავრე, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვე­ვაში, შესაძლებელია ასევე მოთხოვნილ იქნეს ელექტრო­ენერგიის საპროგნოზო მიწოდებისა და მოხმარების წლიური, თვიური, დღიური და საათობრივი გეგმა-გრაფიკი;
გ) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის და საჭიროების შემთხვევაში, გადაცემის მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულებები;
ე) საცალო მომხმარებლის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის პირობები.

3. განაწილების ლიცენზიატი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ვალდე­ბულია, ელექტროენერგიის ნასყიდობის კონკრე­ტუ­ლი ხელშეკრულების შესაბამისად ელექტრო­ენერგიის გატარებასა და შესაბამის მომსახურებაზე უარი თქვას იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის დაწყების ამ წესებთან აშკარად შეუსაბამო ვადები;
ბ) არ არის განსაზღვრული საცალო მომხმარებლის სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის პირობები;
გ) არ არის განსაზღვრული მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურის მიერ ელექტროენერგიის მიწოდე­ბის თარიღი და სავარაუდო სიმძლავრეები;
დ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ არ არის რეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის და, საჭიროების შემთხვევაში, გადაცემის მომსახურების შესახებ.

4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საცალო მომხმარებელსა და მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განსაზღვროს მცირე სიმძლავრის ელექ­ტრო­სადგურის მიერ შესაბამისი საცალო მომხმა­რებ­ლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების ზუსტი თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული ხელშეკრულების მიღებიდან 40 კალენ­დარულ დღეს (თუ მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორ­მებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკ­რუ­ლების ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების უფრო გვიანი ვადა არ არის გათვალისწინებული). განაწი­ლების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მხარეებს ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების ზუსტი თარიღი მისი განსაზღვრისთანავე.

5. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ შესაბამისი საცალო მომხმარებლისათვის ელექტრო­ენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების თარიღი უნდა იყოს კალენდარული თვის დაწყების თარიღი.

6. თუ საცალო მომხმარებელი ელექტროენერგიით მარაგდება უშუალოდ მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურიდან, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია, მის მიერ გამომუშავებულ და სალტეზე გაცემულ ელექტროენერგიასთან ერთად აღრიცხოს და მოთხოვნის შესაბამისად წარადგინოს საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემები.

7. თუ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მი­ერ საცალო მომხმარებელი ელექტროენერგიით მარაგდება ისე, რომ არ ხდება ან ტექნიკურად შეუძ­ლებე­ლია ამ საცალო მომხმარებლის გადაცემის და განაწილების ლიცენზიატების მეშვეობით ელექტრო­ენერგიით მომარაგება, მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის ელექ­ტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება, შესრუ­ლებისათვის არ საჭიროებს განაწილების ლიცენ­ზიატისათვის მიწოდებასა და განაწილების ლიცენზია­ტის მეშვეობით სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფას. განაწილების ლიცენზიატს არ შეიძ­ლება დაეკისროს რაიმე სახის ვალდებულება ამ პუნ­ქტით განსაზღვრული საცალო მოხმარებლის ელექ­ტროენერგიით მომარაგებიდან გამომდინარე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/21.md
