---
title: "მუხლი 21. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთობები — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/21"
law: "„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "21"
identifier: "20"
adopted: "2008-09-18"
consolidated_as_of: "2021-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2021-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთობები — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2021-07-01.
> Cite as: „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2021-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/21

1. საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში, საცალო მომხმარებლის მოხმარების შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი არეზერვებს (ქმნის) სიმძლავრის სასისტემო რეზერვს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით; მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს ეკისრება აღნიშნული საცალო მომხმარებლის სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურება.

2. განაწილების ლიცენზიატი (მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ინტერესების გათვალისწინებით) ვალდებულია გააფორმოს ბანკთან ისეთი ხელშეკრუ­ლება, რომლის თანახმადაც საცალო მომხმარებლის მიერ (ქვითარზე მოცემულ ანგარიშზე) გადახდილი თანხა გადაირიცხება მცირე სიმძლავრის ელექტროსად­გურისა და განაწილების ლიცენზიატის ანგარიშებზე ერთდროულად, ქვითარში აღნიშნული წილობრივი მაჩვენებ­ლის მიხედვით. მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგური და განაწილების ლიცენზიატი ხელშეკრუ­ლებით შეიძლება შეთანხმდნენ ანგარიშსწორების სხვა წესზეც.

3. იმ შემთხვევაში, თუ საცალო მომხმარებელმა ქვითარში მითითებულ ვადაში არ გადაიხადა შესყიდუ­ლი ელექტროენერგიის ან/და მომსახურების ღირებუ­ლება, განაწილების ლიცენზიატი ამ საცალო მომხმა­რებლის მიმართებაში ვალდებულია იმოქმედოს ელექ­ტრო­ენერგიის განაწილებისას ანალოგიურ შემთხვევებზე ამ წესებით გათვალისწინებული პირობე­ბის შესაბამისად (მათ შორის, უზრუნველყოს ამ მომ­ხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა), ამასთან, საცალო მომხმარებლის მიერ ქვი­თარ­ში მითითებული ვადის გადაცილებიდან 10 დღის განმავლობაში თანხის კვლავ გადაუხდელობის შემთხვევაში, ატყობინებს მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურს და განუსაზღვრავს მისი დავალია­ნების გადახდის გონივრულ ვადას, განსაზ­ღვრულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია შესაბამის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს ასევე მოსთხო­ვოს საბანკო გარანტია მომდევნო საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ან/და გატარების მომსა­ხურების ღირებულების დაფარვის უზრუნველ­საყოფად.

4. იმ შემთხვევაში, თუ მცირე სიმძლავრის ელექ­ტროსადგური არ გადაიხდის გატარებული ელექტრო­ენერგიის საფასურს ან/და შესაბამისი საცალო მომხმა­რებლის დავალიანებას ან ვერ წარადგენს განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნილ ფინანსურ გარანტიას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მხარეთა შეტყობინების შემდეგ, არ დაუშვას გამანაწილებელ ქსელში მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური აღნიშ­ნული პირობების დაკმაყოფილებამდე. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მცირე სიმ­ძლავ­რის ელექტროსადგურის შესაბამის მომხმარებელს გაუწიოს განაწილების მომსახურება ამ წესებით დად­გენილი პირობების შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/22.md
