---
title: "მუხლი 22. გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულება — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/22"
law: "„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "22"
identifier: "20"
adopted: "2008-09-18"
consolidated_as_of: "2021-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2021-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულება — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2021-07-01.
> Cite as: „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2021-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/22

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, გააფორმოს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურთან საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის გატარების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებს, სანამ მხარეების მიერ არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება.

2. გატარების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურმა განაწილების ლიცენზიატს უნდა მიმართოს შესაბამისი განაცხადით.

3. ელექტროენერგიის გატარების შესახებ განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის (მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურის) რეკვიზიტებს;
ბ) ელექტროენერგიის გატარების საფასურის გადახ­დაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირის ან ინდივი­დუალური მეწარმის (ასევე, სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის) სახელს, მისამართს და საბანკო რეკვი­ზიტებს;
გ) მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიის გატარებისა და საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით უზრუნ­ველ­ყოფის მომსახურებიდან გამომდინარე წარმოქმნილი ხარჯების გადახდაზე მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურის თანხმობას.
დ) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ელექტროენერგიის მიწოდების პუნქტების ადგილმდე­ბარეობასა და დასახელებას;
ე) მიწოდების პუნქტში ელექტროენერგიის საპროგ­ნოზო მიწოდების წლიური, თვიური, დღიური გრაფი­კები, ელექტროენერგიის ფაქტობრივი მიწოდებისა და მოხმარების დაბალანსების პირობების, წყაროებისა და შესაბამისი სიმძლავრეების მითითებით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მოცემუ­ლი მონაცემები დამოკიდებულია შესაბამის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმა­რებ­ლებთან გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყი­დობის ხელშეკრულებასა და საცალო მომხმარებლის (მომხმარებლების) ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრეებზე. აღნიშნული მონაცემების ცვლილება არ საჭიროებს ელექტროენერგიის გატარების შესახებ განაცხადში ან გატარების ხელშეკრულებაში ცვლი­ლებას.

5. განაწილების ლიცენზიატი ელექტროენერგიის გატარების შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ოთხი სამუშაო დღისა ვალდებულია გააფორმოს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურთან ხელშეკრულება ელექტროენერგიის გატარების თაობაზე.

6. განაწილების ლიცენზიატთან ამ მუხლის შესაბა­მისად შევსებული განაცხადის წარდგენის შემ­დეგ განაცხადით მოთხოვნილი პირობები აისახება ელექ­ტრო­ენერგიის გატარების ხელშეკრულებაში.

7. ელექტროენერგიის გატარების შესახებ ინდივი­დუა­ლურ ან/და ამ წესებით გაუთვალისწინებელ პირობებზე შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღის შემდეგ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად წარდგენილ განაცხადში მოცემული პირობების საფუძველზე, განახორციელოს ელექტროენერგიის გატარება და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად იმოქმედოს ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით.

8. ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ელექტროენერგიის ფაქტობრივი მიწოდებისა და მოხმარების დაბალანსების პირობები, მათ შორის, მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურის მიერ ელექტროენერგიის შესაბამისი სიმძ­ლავ­­რის მიუწოდებლობითა და სხვა უარყოფითი გარე­მოებებით გამოწვეული შედეგების თავიდან აცილების პირობები, ასევე, იმ გარემოებებში მოქმედე­ბის პირობები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ელექ­ტროენერგიის გამანაწილებელ სისტემაში მომხმა­რებელთა იძულებითი შეზღუდვა.

9. განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს უარი უთხრას შესაბამის დაინტერესებულ პირს მისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარე­­ბაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარი დასაბუთებულია გატარებისათვის საჭირო შესაბამისი საფასურის გადაუხდელობით.

10. განაწილების ლიცენზიატს ელექტროენერგიის გატარების საფასური აუნაზღაურდება მის მფლობელო­ბაში არსებული გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესაბა­მისად, კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/23.md
