---
title: "მუხლი 23. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და მომსახურების საფასურის ანაზღაურება — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/23"
law: "„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "23"
identifier: "20"
adopted: "2008-09-18"
consolidated_as_of: "2021-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2021-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და მომსახურების საფასურის ანაზღაურება — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2021-07-01.
> Cite as: „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2021-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/23

1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებუ­ლია შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით სტაბილურად მომარაგების უზრუნველსაყოფად მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად.

2. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიუწოდებ­ლობის შემთხვევაში მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგური ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს აუნაზ­ღაუროს განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგე­ბისათვის გაწეული ხარჯები ამ წესებისა და ხელშეკ­რულების შესაბამისად.

3. თუ ელექტროენერგიის გატარების შესახებ ხელ­შეკ­რულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, ანგარიშ­სწორება მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურსა და განაწილების ლიცენზიატს შორის მოხდება შემდეგი წესით:
ა) როდესაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩ­ნდება, რომ ადგილი აქვს განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ელექტროენერგიის მოხმარებას, განაწი­ლების ლიცენზიატს უფლება აქვს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან მოითხოვოს როგორც მიყენე­ბული ზიანის ანაზღაურება (ასეთის არსებობის შემ­თხვევაში), ისე საცალო მომხმარებლის მიერ მოხმა­რებული მისი კუთვნილი ელექტროენერგიის სამომხმა­რებლო ტარიფით ანაზღაურება;
ბ) როდესაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩ­ნდება, რომ საცალო მომხმარებლის მიერ მოხმა­რებული (მიღებული) ელექტროენერგია ნაკლებია განაწილების ლიცენზიატის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიღებული და საცალო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ელექტროენერგიისა, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს გადაუხადოს საცალო მომხმარებლისათვის მიუწოდებელი ელექტროენერგიის ღირებულება, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკ­რულებით გათვალისწინებული, ელექტრო­ენერგიის მოხმარების ფასსა და გატარების მომსახურე­ბის ღირებულებას შორის სხვაობით მიღებული ფასით.

4. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გატარე­ბის ტარიფში გათვალისწინებული არ არის ელექტრო­ენერგიის ქსელში ნორმატიული დანაკარგები, ზენორ­მატიული დანაკარგი შეივსება (ანაზღაურდება) განაწი­ლების ლიცენზიატის მიერ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გატარების ტარიფი ითვალის­წინებს ნორმატიული დანაკარგის ანაზღაურებას, მაშინ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეავსოს მიწოდების პუნქტში მიღებული და გამანაწილებელ ქსელ­ში გატარებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/24.md
