---
title: "მუხლი 26¹. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურები — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/26-1"
law: "„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "26^1"
identifier: "20"
adopted: "2008-09-18"
consolidated_as_of: "2021-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2021-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26¹. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურები — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2021-07-01.
> Cite as: „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 26¹ (consolidated as of 2021-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/26-1

1. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის, ასევე უძრავი ქონების (აბონენტის) გაყოფის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებას (ამ წესების 26-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად), პირმა (ან პირთა ჯგუფმა) „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს (ელექტრონული ან წერილობით ფორმით). თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება ამ წესებით გათვლისწინებულ ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა ამ წესების 26-ე და 26
1
მუხლების საფუძველზე და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს 10 დღის ვადაში.

2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 50% (გარდა ამ მუხლის 2
1
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე), ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან:
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 20 დღის განმავლობაში;
ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 10 დღის განმავლობაში.

2¹. იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთებას, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე სრულად გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური.

3. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერთების შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი კისრულობს ვალდებულებას, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება და უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით (სრული ტექნოლოგიური ციკლით) ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) იღებს ვალდებულებას გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები.

4. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით (კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადით) ელექტრონული ან წერილობით ფორმით, მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული). წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი მიღებულად ჩაითვლება.

5. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, დაადგინოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებული შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად – ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება განხორციელდება მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში. ხარვეზის დადგენა შესაძლებელია, თუ:
ა) განაცხადი არ არის სრულყოფილი ან შევსებულია შეცდომით (მათ შორის,  თუ ის არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით);
ბ) მისაერთებელი ობიექტი გათვალისწინებულია სივრცის დაგეგმარების ან ქალაქთმშენებლობითი გეგმით და მოთხოვნილი სიმძლავრე ამ ობიექტის ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეზე ნაკლებია (მათ შორის, თუ მიერთება მოთხოვნილია საკადასტრო ერთეულის ნაწილზე განცალკევებულად, გეგმაში მოცემული ობიექტისთვის განკუთვნილზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით);
გ) (ამოღებულია - 24.01.20 №3);

5¹. (ამოღებულია - 24.01.20 №3).

6. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი ს დადგენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში (განაცხადში მითითებულ ანგარიშზე). მიერთების მსურველს (განმცხადებელს) უფლება აქვს, მოითხოვოს (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) გადახდილი თანხის დაბრუნების გადავადება (შეჩერება) ახალი განაცხადის წარდგენის პირობით.

6¹. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ახალ მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების ზუსტი დრო (არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც). ელექტროენერგიით მომარაგების დაწყება უნდა განხორციელდეს ახალი მომხმარებლის მიერთების სამუშაოების დასრულებისთანავე, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) 220 ვ ძაბვის საფეხურზე ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში – ელექტროენერგიით მომარაგების დაწყება უნდა მოხდეს მომხმარებლის თანხმობით შესაბამის აქტზე ხელმოწერის შემდეგ. ამასთან, თუ მომხმარებელი არ არის თანახმა მომარაგების დაწყებაზე, არ იმყოფება ადგილზე ან ვერ ხერხდება გამანაწილებელ ქსელზე მისი შიდა ქსელის დაერთება (შიდა ქსელის დასაერთებელი სადენის არარსებობის გამო) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს აღრიცხვის კვანძის  ექსპლუატაციაში გაშვების აქტი, ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის (ან მრიცხველის) შემდეგ მოწყობილი გამთიშველი დატოვოს გამორთულ მდგომარეობაში და დაცული გარე ზემოქმედებისგან. ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ, შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღად ითვლება აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი. ასეთ შემთხვევაში, ახალი მომხმარებლის შიდა ქსელის დასაერთებელი სადენის დაერთება ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის შემდეგ მოწყობილ გამთიშველზე უნდა განხორციელდეს ახალი მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დამატებითი თანხის გადახდის გარეშე. ახალი მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მფლობელობაში არსებული შიდა ქსელის, მათ შორის, აღრიცხვის კვანძის შემდეგ მოწყობილი გამთიშველისა და სხვა მოწყობილობის/დანადგარის პირველად ჩართვასა და უსაფრთხოებაზე;
ბ) 380 ვ ასევე 6/10 კვ ძაბვის საფეხურზე ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში  – ელექტროენერგიით მომარაგების დაწყება უნდა მოხდეს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის გაფორმებითა და შიდა ქსელის გამთიშველამდე ელექტროენერგიის მიწოდებით. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალ მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყებისა და აღრიცხვის კვანძთან მოწყობილი გამთიშველის გამოყენების უფლებამოსილების შესახებ. ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღად ითვლება აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი.  ამასთან:
ბ.ა) 380 ვ ძაბვის საფეხურზე მიერთებისას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის შემდეგ, მომხმარებლის პირველადი დაერთებისათვის (არა შემდგომი ექსპლუატაციისთვის) მოაწყოს შიდა ქსელის გამთიშველი. გამთიშველი უნდა იყოს გამორთულ მდგომარეობაში და დაცული გარე ზემოქმედებისგან. ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან, ახალი მომხმარებელი პასუხისმგებელია-უფლებამოსილია მის მფლობელობაში არსებული შიდა ქსელის, მათ შორის, აღრიცხვის კვანძის შემდეგ მოწყობილი შიდა ქსელის გამთიშველისა და სხვა მოწყობილობის/დანადგარის პირველად ჩართვასა და უსაფრთხოებაზე. ახალი მომხმარებელი უფლებამოსილია, თვითონ მოახდინოს შიდა ქსელის გამთიშველზე სადენის დაერთება და დანადგარების პირველადი ჩართვა (უსაფრთხოების ნორმების დაცვით);
ბ.ბ) 6/10 კვ ძაბვის საფეხურზე მიერთებისას, მომხმარებლის შიდა ქსელის გამთიშველი უნდა იყოს გამორთული. მომხმარებელი უფლებამოსილია, უსაფრთხოების ნორმების დაცვით თვითონ მოახდინოს შიდა ქსელის გამთიშველზე დაერთება და დანადგარების პირველადი ჩართვა განაწილების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებით, ხოლო, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ახალი მომხმარებლის გამთიშველზე დაერთებასა და დანადგარების პირველად ჩართვაზე მოთხოვნა შეითანხმოს წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (დამატებითი თანხის გადახდის გარეშე).

7. 0,4 კვ (380/220ვ) და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს განაწილების ლიცენზიატის მიერ „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) ელექტროენერგიით მომარაგების (განაცხადითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) დაწყების პერიოდს. ამასთან, აღნიშნული პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების/ ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის შესახებ განაწილების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილება/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება იწვევს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებას გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდით. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება გამოწვეულია განაწილების ლიცენზიატის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.

7¹. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიმართოს კომისიას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის განაწილების ლიცენზიატს ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში. განაწილების ლიცენზიატის მოთხოვნა მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის თაობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ დაცულია ამ პუნქტში მოცემული პირობები და პროცედურები. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
ა) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: განაცხადს და ამ განაცხადის განხილვა-შესრულების პროცესის მოკლე აღწერას, ხელის შემშლელი კონკრეტული გარემოებ(ებ)ის დასაბუთებასა და შესაბამის მტკიცებულებებს, მიერთების საპროგნოზო ვადას (კონკრეტული პრობლემ(ებ)ის გადასაჭრელად საჭირო პერიოდით);
ბ) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა, კომისიასთან ერთად, ასევე უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს);
გ) კომისიას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.
7​
2
. ამ მუხლის 7
​1
პუნქტით განსაზღვრული წესით განაწილების ლიცენზიატის მიერ კომისიისათვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის განსაზღვრული ვადის გაზრდის მოთხოვნით მიმართვისას, მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების დროულად დასრულების ან განმცხადებლის მიერ განაცხადის გაუქმების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში (დასრულებიდან/განაცხადის გაუქმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა), წერილობით აცნობოს კომისიას აღნიშნულის შესახებ.

8. (ამოღებულია - 27.06.19 №13).

8¹. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში კომისია  უფლებამოსილია, ლიცენზიატის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

9. თუ ადგილი აქვს 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნას  501 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით ან 35/110 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის მოთხოვნას 5001 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით, ასეთი მიერთება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ახალი მომხმარებლის (მიერთების მსურველის) ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ აშკარად შეუძლებელია უფრო დაბალი ძაბვის საფეხურზე აღრიცხვის კვანძის მოწყობა.

10. თუ ადგილი აქვს 35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ქსელის) მიერთების მოთხოვნას გამანაწილებელ ქსელზე ან ისეთი სახის მიერთების მოთხოვნას, რომელ ზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ასეთი სახის ობიექტის ელექტრომომარაგებ ის სისტემის მოწყობა ან/და არსებულ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელ ზე მიერთებ ის მშენებლობა უნდა განხორციელდეს განაწილების ლიცენზიატსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით). შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში (არან აკლებ ერთი წლის განმავლობაში) მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მიერთების წერტილს;
ბ) მიერთების ძაბვის საფეხურს;
გ) მისაერთებელ სიმძლავრეს (პროექტის შესაბამისად).

10¹. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად (თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო  სამუშაოებს მიერთების მსურველი ვალდებულია:
ა) სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ბ) წინასწარ წერილობით აცნობოს განაწილების ლიცენზიატს მიერთების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას (განაწილების ლიცენზიატის მიერ ზედამხედველობის შემთხვევაში) და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე განაწილების ლიცენზიატის წერილობითი მითითებები;
გ) ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ განაცხადით  მიმართოს განაწილების ლიცენზიატს აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელზე შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის  წარდგენამდე  წინასწარ გადაიხადოს „აღრიცხვის კვანძის  მოწყობის საფასურის“ 50 პროცენტი, მის მიერ თითოეულ მომხმარებლისთვის განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრისა და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (დანართით №6, განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად). დარჩენილი თანხის გადახდა ახალი მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.

11. 35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ელექტრული ქსელის) მიერთების შემთხვევაში, ასევე, ისეთი სახის მიერთების მოთხოვნისას, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის განხილვისას არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წერტილი განსაზღვროს არსებული გამანაწილებელი ქსელის შესაბამისი საფეხურის ძაბვაზე;
ბ) არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები, არსებული განაცხადის შესაბამისად, განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იმგვარად, რომ მიერთების მსურველისთვის (განმცხადებლისთვის) არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯებთან;
გ) მისაერთებელი ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემთხვევაში, მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მომართვის შემდეგ, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელზე შეჭრის სამუშაოები ამ წესების დანართით №6 განსაზღვრულ ვადაში.

12. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის განაწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში და იმოქმედოს ამ წესების მე-9 მუხლის შესაბამისად.

13. მიერთების ტექნიკური პირობის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს 12 თვეზე ნაკლები (გარდა 35/110 კვ ძაბვაზე მიერთების შემთხვევისა).  დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში.

14. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საშუალებების მშენებლობა, აღრიცხვის კვანძის მოწყობის სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს  განაწილების ლიცენზიატმა.

15. (ამოღებულია - 27.06.19 №13).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 17 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 21.03.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს  დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 19 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 24.12.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 8 აგვსიტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 12.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 29.012020 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/27.md
