---
title: "მუხლი 28. ხელშეკრულების შეწყვეტა — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/28"
law: "„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "28"
identifier: "20"
adopted: "2008-09-18"
consolidated_as_of: "2021-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2021-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. ხელშეკრულების შეწყვეტა — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2021-07-01.
> Cite as: „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2021-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/28

1. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები (განაწილების ლიცენზიატის გარდა) უფლე­ბამოსილნი არიან შეწყვიტონ ელექტროენერგიის ნასყი­დობის ხელშეკრულება ელექტროენერგიის სხვა პირი­სგან შესყიდვის მიზნით, ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ელექტრო­ენერგიის მყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ელექ­ტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება შესა­ბამისი მხარის (მხარეების) ერთი თვით ადრე მაინც გაფრთხი­ლების შემდეგ.

2. ელექტროენერგიის გამყიდველი ელექტროენერ­გიის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი მხარის მიერ მოთხოვნის მიღებისთანავე ვალდე­ბულია განსაზღვროს მისი მომსახურების შეწყვე­ტის თარიღი (განაწილების ლიცენზიატთან შეთანხმე­ბით), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენ­დარულ თვეს და აღნიშნულის შესახებ აცნობოს ხელ­შეკრულების დანარჩენ მხარეებს, ასევე ელექტრო­ენერგიის განაწილების ლიცენზიატს.

3. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა ან/და მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფ­ლებს მხარეებს გაწეული მომსახურების ან/და მოხმარე­ბული ელექტროენერგიის საფასურის გადახდისაგან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/29.md
