---
title: "მუხლი 29. მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/29"
law: "„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "29"
identifier: "20"
adopted: "2008-09-18"
consolidated_as_of: "2021-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2021-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2021-07-01.
> Cite as: „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2021-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/29

1. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოხმა­რებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხ­დელობის, ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების ან/და უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს, ელექტრო­ენერგიით მომარაგების აღდგენისათვის, დაარიცხოს ელექტრო­ენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური.

2. ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური არ ასახავს ამა თუ იმ მომხმარებლის ელექ­ტრო­ენერგიით მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის ზუსტ ღირებულებას და მისი სიდიდე იანგარიშება განაწილების ლიცენზიატის მიერ პირო­ბითად აღებული ხარჯის მიხედვით. მომხმარებ­ლის მიერ გადახდილი ელექტროენერგიით მომარაგების აღ­დგენის საფასური წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის შემოსავალს და მიღებული შემოსავალი გათვალისწინებულ იქნება განაწილებისა და გატარების ტარიფების გაანგარიშებისას.

3. მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური დღგ- ის ჩათვლით განისაზღვროს 2 ლარის ოდენობით.

4. ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფა­სურის დარიცხვა დაუშვებელია, თუ ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომა­რა­გების უკანონოდ შეწყვეტის ან/და სხვა ფაქტორის გამო არასწორად დარიცხვის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს მომხმარებლის ელექტრო­ენერგიით მომარაგება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის 2011 წლის 28 ივლისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/30.md
