---
title: "მუხლი 31. ანგარიშგება — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/31"
law: "„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "31"
identifier: "20"
adopted: "2008-09-18"
consolidated_as_of: "2021-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2021-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. ანგარიშგება — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2021-07-01.
> Cite as: „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2021-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/31

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განცალ­კავებულად აღრიცხოს:
ა) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურით მიღებული შემოსავალი;
ბ) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაოს და მომსახურების ღირებულება, ასევე, ახლად შექმნილი ქონება (ფინანსური და ტექნიკური მაჩვენებლებისა და პარამეტრების მითითებით), ცალ-ცალკე ახალი მომხმა­რებლების (ძაბვის და მოთხოვნილი სიმძლავრის) მიხედვით და ჯამურად;
გ) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებით გამოწვეული განაწილებული და გატარებუ­ლი ელექტროენერგიის რაოდენობები, მათთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები.

2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და ვადაში კომისიას  წარუდგინოს ანგარიშგება სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, ასევე ყოველკვარტალურად მიაწოდოს კომისიას ოპერატიული ინფორმაცია გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების სამუშაოების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ყოველი კვარტალის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში მიაწოდოს კომისიას  ელექტროენერგიით მომარაგე­ბისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი გასული პერიო­დის შესახებ (კომისიის მიერ წინასწარ შემუშა­ვებული ფორმის შესაბამისად), ხოლო ამ წესებით განსაზღვრული ჟურნალების ელექტრონული ფორმით წარმოებისას, ელექტროენერგიით მომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი კომისიას უნდა მიაწო­დოს ყოველი კალენდარული თვის დამთავრებამდე (კომისიის მიერ შემუშავებული ფორმით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს განაწილების ლიცენზიატის მიერ და მისი ელექტრონული ვერსია).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/32.md
