---
title: "მუხლი 32. გარდამავალი დებულებები — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/32"
law: "„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "32"
identifier: "20"
adopted: "2008-09-18"
consolidated_as_of: "2021-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2021-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. გარდამავალი დებულებები — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2021-07-01.
> Cite as: „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2021-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/32

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ წესების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ყველა ხელშეკრულება შესაბამისობაში მოიყვანონ ამ წესებთან.

2. ამ წესების მიზნებისათვის, იმ ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველების გეგმური შემოწმე­ბის პერიოდი, რომლებიც დამონტაჟებულია ამ წესების ამოქმედებამდე, განისაზღვრება შესაბამისი ელექტრო­ენერგიის მრიცხველის საპასპორტო მონაცემებით - ჩანაწერების მიხედვით.

3. (ამოღებულია - 22.06.2018, №8);

3¹. თუ 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ფლობს მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორს და აღრიცხვის კვანძი მოწყობილია დაბალი ძაბვის მხარეს, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 2021 წლის 1 იანვრამდე გადაიტანოს აღრიცხვის კვანძი მაღალი ძაბვის მხარეს და მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური წესების №6 დანართით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს წინასწარ, არანაკლებ სამი თვით ადრე აცნობოს აღრიცხვის კვანძის გადატანის შესახებ. მომხმარებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს აღრიცხვის კვანძის მაღალი ძაბვის მხარეს გადატანაზე, განაწილების ლიცენზიატის მიერ აღნიშნულის შესახებ მისი ინფორმირებიდან 1 თვის ვადაში. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელი გადაიყვანოს დაბალი ძაბვის მომხმარებლად, ისე რომ არ მოხდეს ამ მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის შემცირება.

4. ამ წესებით განსაზღვრული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პირობები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ წესების ამოქმედებამდე დადებული იყო მიერთების ხელშეკრულება ახალ მომხმარებელსა და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს შორის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ გაცემული იყო მიერთების ტექნიკური პირობა (ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში) მის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ.

5. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებელთა ინდივიდუალური აღრიცხვის სისტემების (ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების) დამონტაჟება ამ წესებისა და კომისიის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად (აღნიშნული გეგმა წარმოადგენს საინვესტიციო პროგრამის ნაწილს). სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ინდივიდუალური აღრიცხვის სისტემების მოწყობის გეგმა ამ წესების ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში.

6. ამ წესების 26
1
მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ასევე ვრცელდება განაშენიანების რეგულირების გეგმებითა და მათი გეგმარებითი დავალებებით გათვალისწინებულ ობიექტებზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლის მე-14-მე-16 პუნქტების შესაბამისად.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 8 აგვსიტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 12.08.2018 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/31.md
