---
title: "მუხლი 4. მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/4"
law: "„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ"
article: "4"
identifier: "20"
adopted: "2008-09-18"
consolidated_as_of: "2021-06-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2021-07-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები — „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2021-07-01.
> Cite as: „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2021-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/4

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აბონენ­ტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგებისას, სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით.

2. ელექტროენერგიის მომხმარებელი ვალდებულია ელექტროენერგია გამოიყენოს მხოლოდ განაცხადში მითითებული მიზნებისათვის.

3. პირმა, რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს ელექტროენერგია, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს.

4. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია, საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად დაუყოვნებლივ წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი შესაბამის განაწილების ლიცენზიატთან.
4​
​1
. უძრავი ქონების დროებითი ფლობის შემთხვევაში, უძრავი ქონების მესაკუთრე უფლებამოსილია განაცხადოს უარი აბონენტად რეგისტრაციაზე. ასეთ შემთხვევაში:
ა) უძრავი ქონების მესაკუთრე ვალდებულია მიუთითოს იმ პირის ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები, ვის დროებით მფლობელობაშიც იმყოფება ეს ობიექტი (მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია უძრავი ქონების მესაკუთრე);
ბ) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ პუნქტი „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში ფაქტობრივ მფლობელს წერილობით მოსთხოვოს აბონენტად დარეგისტრირება და იმავდროულად აცნობოს რეგისტრაციის პროცედურების, რეგისტრაციაზე უარის თქმის და  ამ მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვების შედეგების თაობაზე;
გ) დროებითი მფლობელი ვალდებულია აბონენტად დარეგისტრირების მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღეში მიმართოს განაწილების ლიცენზიატს აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია  შეწყვიტოს მომარაგება;
დ) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მესაკუთრის აბონენტად რეგისტრაცია გააუქმოს დროებითი მფლობელის აბონენტად რეგისტრაციის ან მომარაგების შეწყვეტის მომენტიდან, მაგრამ არაუგვიანეს მესაკუთრის აბონენტად რეგისტრაციაზე უარის განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღისა.

5. პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებ­­ლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთ­რის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს, მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო განაწი­ლე­ბის ლიცენზიატი ვალდებულია ამ მისამართზე დაარე­გისტრიროს იგი აბონენტად. ამასთან, განაწი­ლების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა ამ წესე­­­ბით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და დარიცხული დავალიანების სრულად დაფარვა (დარიც­ხული დავალიანების სრულად გადახდა შეიძლება მოითხოვოს, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგის­ტრაცია იწვევს იმ აბონენტის რეგისტრაციის გაუქმებას, რომელსაც ერიცხება დავალიანება, ხოლო დარიცხული დავალიანების გადაუხდელობის ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენ­ზიატს უფლება აქვს განმცხადებელს უარი განუცხადოს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე).

6. განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესა­ხებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს მის ნებას მიიღოს და მოიხმაროს ელექტროენერგია მოქმედი კანონ­მდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირო­ბებით, ხოლო, მეორე მხრივ, განაწილების ლი­ცენ­ზიატი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგის­ტრა­ციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს ვალდე­ბულებას განმცხადებლის ელექტროენერგიით მომარა­გებაზე მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალის­წინებული პირობების შესაბამისად. როგორც განაწი­ლების ლიცენზიატს, ისე განმცხადებელს (აბო­ნენტს) უფლება აქვს, მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ფორმით დადასტურება, სამართალებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

7. ამ მუხლით გათვალისწინებულ აბონენტად რეგის­ტრაციის შესახებ განაცხადის წარმდგენს, ელექტრო­ენერგიით მომარაგებისათვის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციე­ლებისათვის არ შეიძლება მოეთხოვოს რაიმე სახის საფასურის გადახდა, თუ ამ წესებით სხვა პირობა არ არის პირდაპირ გათვა­ლისწინებული.

8. განაცხადში მითითებული უნდა იქნეს:
ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები (ინფორმაციის მიღების მინიმუმ ორი საშუალება – ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი);
ბ) განაწილების ლიცენზიატის დასახელება;
გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის მოწმობის პირადი ნომერი (მისაღებია სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით) ან იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელი (სახელწოდება), ან სხვა პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი;
დ) ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს მომსახუ­რების გაწევა და ელექტროენერგიით მომარა­გება;
ე) უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში – უძრავი ქონების საკადასტრო კოდის და საჯარო რეესტრის ამონაწერის ნაცვლად, შესაძლებელია, განაცხადზე თანდართულ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს);
ვ) ელექტროენერგიის მოხმარების მიზანი (საყოფაც­ხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო);
ზ) მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში:
ზ.ა) ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრუ­ლების გაფორმება;
ზ.ბ) ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომა­რა­გების დაწყების შესახებ აქტის შედგენაზე დასწრება;
თ) ასევე სხვა მოთხოვნები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.

9. განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს:
ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა. ხოლო უძრავი ქონების დროებით სარგებ­ლობაში ფლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა;
ბ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირია.

10. აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა განა­წილების ლიცენზიატი ვალდებულია დაარეგის­ტრიროს მომხმარებელი აბონენტად და უზრუნველყოს მისი ელექტროენერგიით მომარაგება ამ წესებით განსაზ­ღვრული პირობების დაცვით.

11. განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორ­ციე­ლებისთანავე, აბონენტის ელექტროენერგიით მომა­რა­გების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც, განაცხადში ასახული მონაცემების გარდა, უნდა აღინიშნოს ელექტროენერგიის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და ელექტროენერგიის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ აქტის შედგენაზე დასწრება. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს აქტის შედგენის თარიღი და დრო.

12. აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებ­ლთან ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში). განაწილების ლიცენზიატს ან/და მომხმარებელს ხელ­შეკ­რუ­ლების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ „ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების“ (იხ. დანართი №1) დამტკიცებული სტანდარტული ფორმით. ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას მომხმა­რებელს უფლება აქვს მოითხოვოს „ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების“ სტანდარტული ფორმის ხელმოწერა.

13. აბონენტად რეგისტრაციის, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების (მომხმარებ­ლის სურვილის შემთხვევაში) და ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ მომხმა­რებ­ლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადით ელექტროენერგიის მიწოდებისთვის სხვა თარიღი არ არის გათვალის­წინებული.

14. თუ განაცხადში აბონენტად რეგისტრაციის შესახებ პირმა არასწორად მიუთითა ელექტროენერგიის მოხმარების მიზანი ან ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ მომხმარებელი ელექტროენერგიას იყენებს არამიზნობრივად, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს მომხმარებლის სტატუსი, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მომხმარებელს.

15. მომხმარებელი ვალდებულია, ერთი თვის ვადაში აცნობოს განაწილების ლიცენზიატს ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოცემულ მონაცემებში  ცვლილების თაობაზე.

16. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს მომხმარებლისგან ამ წესებით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს განაწილების ლიცენზიატს აღნიშნული ინფორმაცია (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). წინააღმდეგ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, გაფრთხილებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს  დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 29.012020 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/3-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/79540-elektroenergiis-simdzlavris-miwodebisa-da-mokhmarebis-wesebis-damtkits/5.md
